მოგესალმებით.
ახლახანს გადავცხოვრდი ნატახტარში, ერთ ერთ სოფელში.
ჩემი მიწის ნაკვეთის გვერდით არის ნაკვეთი, რომელსაც არ გააჩნია საკადასტრო მონაცემები.
ვისგანაც ეს ჩემი ნაკვეთი "იპოთეკით" შევიძინე, მან მითხრა რომ დაახლოებით 15 წელია ამ ნაკვეთის მოსაკითხად არ მოსულა არავინ..
შესაბამისად თავიდანვე ვიფიქრე ამ ნაკვეთის იჯარით აღებაზე, რადგან შესაძენი ფული ნამდვილად არ მაქვს
და იპოთეკის დასაფარად მჭირდება რომ საიდანმე ალტერნატიული შემოსავალი მქონდეს.
ამის გარდა ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული მიწათმოქმედებით და ზოგადად აგრო კულტურით. ამის გამო გადმოვცხოვრდი თბილისიდან სოფელში.
სიტუაციას რომ დავაკვირდი, ხშირად ამ გვერდით ნაკვეთში 1 ადამიანს და მის შვილებს, ძროხები შემოყავდათ და აძოვებდნენ.
გავიცანი, გამოველაპარაკე და ვუთხარი რომ ახლა გადმოვცხოვრდი და მიწა შევიძინე.
ეს ძროხების პატრონი, როგორც ჩანს, წინა მეპატრონეს ვერ უბედავდა მსგავს თემას და რადგან ახალი გადმოსული ვიყავი, იფიქრა გავუჩალიჩებო..
ვხედავ ერთხელაც შემოვიდა ამ გვერდით ნაკვეთზე ხელში ბენზო ხერხით და მიდის ნაკვეთის ბოლოში.
ხმა გავიგონე, ამოქოქა და ჭრის რაღაცას.. მივედი და ვეუბნები, რატომ ჭრი ხეს, შენი ნაკვეთიათქო?
ამან მითხრა რომ ვიღაც 2 დის ნაკვეთია და უცხოეთში არიანო, მე მთხოვეს რომ ამ ნაკვეთს მოვუაროვო. ძროხები რომ არ გავიდნენ, ღობე მინდა შევამაგროვო.
ამ მოჭრილი ხით უნდოდა რომ ღობე გაემაგრებინა..
მეც ავდექი და ვუთხარი რომ მიწა არ აკუთვნოდა არავის, საკადასტრო არ გააჩნდა. შესაბამისად მე საბუთები მაქვს შეტანილი, იჯარით უნდა ავიღოთქო და დღე-დღეზე ველოდები პასუხსთქო.
მაგრად გაბრაზდა და დაშინება დამიწყო. სადავო გაგიხდება ეს ნაკვეთიო და სასამართლოში მოგიწევს სიარულიო.
ქალები მიგრაციაში არიან და ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, მიწის გასაფორმებლადო. უნდა გეკითხა აქ სოფელში ვის რა ეკუთვნოდაო.
შენ 1 დღის მოსული ხარ, რეებს ჩალიჩობო.
მეთქი შენთან პრეტენზია და სადავო არ გამაჩნია, ვისიც არის ან გაიფორმოს, ან მე მივიღებ დასტურს და ჩემს მფლობელობაში გადმოვათქო.
2 დღეა მისი შვილები მოდიან და რაღაცეებს ღობავენ. არ ვიცი რა გეგმა აქვთ.
ეს კაცი როდესაც გავიცანი, მაგ მომენტშიც სხვის ნაკვეთში იყო და საზღვრის გადმოწევას ჩალიჩობდა. მეზობელმა ეჩხუბა, ნამუსი აღარ გაგაჩნიაო?
მოკლედ სანამ ეს უნამუსო დამასწრებს მისაკუთრებას, მინდა რომ ოფიციალურად იჯარით ავიღო და სოფლის მეურნეობის რომელიმე პროექტში ჩავერთო, ან აგრო სესხი ავიღო, ან რაღაც გავაკეთო და ეგ მომიჯნავე მიწა მარტო საძოვრად არ მქონდეს. მითუმეტეს არ მინდა რომ მაგ ტიპს ყოველ დღე ვხედავდე ჩემი ეზოს გვერდით.
გთხოვთ მირჩიეთ რა შემიძლია გავაკეთო, ვის მივმართო და რამდენად მაქვს უფლება რომ იჯარით მიღება მოვითხოვო?
* * *

ესეც სქრინი, რომ წარმოდგენა შეგექმნათ თუ რაზე ვსაუბრობ.