გამარჯობათ ვებ-დიზაინის დ ი დ ო ოსტატებო!
დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს, როგორც არაპროფესიონალის, არა ვებ-დიზაინერის აზრს/რჩევას გაითვალისწინებთ.
ჯეოსელის საიტების შესახებ გამართულმა დისკუსიამ ძალიან დამაინტერესა, და დიდი სურვილი გამიჩნდა რომ შეგხმიანებოდით.
ჩემი აზრით, ჯეოსელის საიტი ძირითადად ჩემნაირ, ანუ ჩვეულებრივ აბონენტებზე, ხალხზეა გამიზნული, გათვლილი

(ჩვენ კი უმრავლესობა ვართ) და არა თქვენთვის, ვებ-დიზაინის დ ი დ ი ოსტატებისთვის. ჩვენთვის კი, არაპროფესიონალებისთვის მთავარი მაინც ვიზუალური და ინფორმაციული მხარეა. ამ მხრივ კი მგონი ჯეოსელის საიტი არც ისე დიდი საშინელებაა, როგორც თქვენ ახასიათებთ. HTML-ზე არაფერს ვამბობ, დიდად აღფრთოვანებული არც მე ვარ.
ძალიან მიკვირს თქვენი, რატომ გძულთ ასე ძალიან "ფლეშ"-ვერსია, მგონი ყველანი ახალგაზრდები ხართ, თუ არა

. ეს ხომ უფრო საინტერესოს, სახალისოსა და დინამიურს ხდის საიტს.
ამაში კი ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც დამეთანხმება. დიზაინს (ტექნიკურ მხარეს არ ვეხები, ეს თქვენი პრეროგატივაა) კი რაც შეეხება, მგონი ძალიან საკაიფოა, ფერებიც და სტილიც საკმაოდ ზუსტად, კარგადაა შერჩეული.
ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ ჯეოსელი და ლაი-ლაის საიტები ხასიათით, ფერებითაა განსხვავებული:
ჯეოსელის მთავარი გვერდის ფერები ძალიან სადა და სოლიდურია, როგორც დიდ კომპანიას შეეფერება.
ლაი-ლაის საიტი კი ძალიან, ძალიან მაგარია: მხიარული, დინამიური და რაც მთავარია ძალიან ხალისიანი ფერებით. რაც უფრო ხშირად ვნახულობ, უფრო მეტად მომწონს. ეს ჩემი პირადი აზრია და სხვებისგან განსხვავებით არავის არ ვახვევ თავს.
მართალი უთქვამთ "გემოვნებაზე არ დავობენო", თქვემა დისკუსიამ კი უფრო მეტად დამარწმუნა ამაში. რას იზამ, ზოგს აქვს გემოვნება, ზოგს მეტ-ნაკლებად, ზოგსაც კი საერთოდ არა აქვს

. (ამას ზოგადად ვამბობ, პირადად ნუ მიიღებთ). ჯეოსელის საიტზე კი ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ უგემოვნოა, მგონი პირიქითაა.
მე პირადად "საღი კრიტიკის" მომხრე ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საჭირო და აუცილებელიცაა. კრიტიკით ადამიანი კი არ უნდა დავამციროთ, არამედ "კეთილი რჩევა" (თქვენ სიტყვებს ვიყენებ) უნდა მივცეთ, დავეხმაროთ რომ შეცდომა გამოასწოროს.
მაგრამ, როცა ვხედავ რომ ზოგიერთი "კრიტიკას" ენის მოსაფხანად (უკაცრავად, ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა

( ), სხვის დასამცირებლად სჭირდება, ვფიქრობ, რომ ისინი ამას თვითკმაყოფილებისთვის აკეთებენ, ანუ სურთ, რომ სხვისი დაცინვით, დამცირებით თავი სხვაზე, ან სულაც "ყველაზე უკეთესად წარმოაჩინონ". ეს კი პირველ რიგში მათ კომპლექსებზე მიგვითითებს.
ბოლოს და ბოლოს ეს ხომ შურია, უტაქტობა. ძალიან საწყენია რომ უცნობ ადამიანებს ასე სასტიკად ვექცევით.
ბევრს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ ერთს გეტყვით:
ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ ქართველები ვართ, და არ შეიძლება ერთმანეთი დავამციროთ და შევურაცყოთ. მგონი დროა ერთმანეთისადმი ასეთი დამოკიდებულება შევიცვალოთ, არაა საჭირო ერთმანეთის მკაცრი განსჯა.
უკაცრავად, მგონი ძალიან მკაცრი წერილი გამომივიდა, პატივისცემით,
B.N.2003