#13374982 · 13 Apr 2009, 18:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Rockoმადლობა AnimeR QUOTE | საშინელებაა.... ჩემი ასუს ეეე კინაღამ მოკვდა ისეთი მძიმეა.... |
მთავარი გვერდის კოდი არის 258 kb. დანარჩენი კი ფოტოებია, აბა რა გინდა, ფოტო საიტია QUOTE | რას ვერ ვიგებ იცი, რატომ აქვს ქართულ ფოტო საიტებს ყველას ერთი სტილი? |
რატომ გავს ყველა მანქანა ერთმანეთს?  ყველას 4 ბორბალი აქვს და 4 კარი, რა უბედურებაა )) თუ დაუკვირდები ყველა ფოტო საიტები მსგავსია, რადგან არის ისეთი ელემენტები, რომლებიც აუცილებლათ უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად გალერეაში სურათები ცხადია რომ მოყოლებით უნდა იყოს, იქ სამკუთხედად ვერ დაალაგებ  აგრეთვე ყველა ფოტო საიტს აქვს კატეგორიები, "დღის ფოტო" და სხვა მსგავსებები. არის რაღაცა ოპტიმალური გადაწყვეტილებები რომლებსაც ვერ გადაახტები მარტო იმიტომ რომ სხვასაც აქვს იგივე. QUOTE | რატომ გავს ეს ძრავიც იპბ -ს პლაგინს და არა მაგალითად ძალიან პოპულარულ საიტს მთელს მსაოფლიოში: დევიანთ არტს... |
ფოტო საიტი და დევიანტ არტი საერთოდ სხვადასხვა რამ არის და საერთოდ განსხვავებული დანიშნულებები აქვთ.. რაც შეეხება ფერებს, და დიზაინს სპეციალურად ავიღე ასეთი ფერები რადგან ამ საიტში მთავარი უნდა იყოს ფოტო და საიტი ხელს არ უნდა გიშლიდეს ფოტოს ყურებაში. ამ საიტის მიზანი არ არის რომ შეხვიდე და "ვა რა მაგარი დიზაინია" დააძახებინო, პირიქით დიზაინს საერთოდ არ უნდა ხედავდეს მომხმარებელი, ფოტოს უნდა ხედავდეს მარტო. კარგი დიზაინი არ არის მხოლოდ კარგი ვიზუალი, დიზაინი არის პირველ რიგში დასმული ამოცანის გადაწყვეტა და ვიზუალი კი ერთერთი ხერხია ამის მისაღწევად. ფლიკრს რატომ არ ნავაროტკა ვიზაული? გაუჭირდა ვითომ იაჰუს ფული?
--------------------
სიგნატურის ნავაროჩენი ტექსტი(აუცილებლად ინგლისური)
|