Ballack*შეზღუდვები რომ არ აქვთ დადებული, იმიტოა პანტაპუნტით რომ იხურებიან ჰოსტინგები. 1 რომელიმე საიტი გაუჭედავს და ყველა კლიენტი იჭედება, მერე კი გარბიან.
ყველა საიტი თანაბარ პირობებშია ჩვენთან და ერთი საიტის გაჭედვა სხვა კლიენტებზე არ აისახება.
დაწერა ხალხმა, დიდი ხანია მანდ ვჰოსტავთ და პრობლემა არ შეგვქმნიაო - გააკეთეთ წესიერი საიტები და ბაზები, არც თქვენ შეგექმნებათ.
სხვანაირად ვერ ავხსნი, თუ გაგება გინდათ, გაიგებთ რასაც გეუბნებით.
მთელი დღე საიტმა ჭედოს და საღამომდე არ გათიშოთ, მერე ვნახავ და გავასწორებო, არ გამოდის. სისტემა უყურებს და ავტომატურად თიშავს, თუ მის რესურსებზე არასანქცირებული მოთხოვნა 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. დავწერე უკვე ეს წინა გვერდზე და რომ წაიკითხავდეთ, კაი იქნება.
რა დროს მიდის რესურსებზე გადაჭარბებით მოთხოვნა, ეგ ან თქვენ უნდა იცოდეთ, ან ვინც საიტი გაგიკეთათ იმან და კითხეთ. ფაქტია რომ რაღაც მომენტში ვარდება ზემოთ, მუდმივად მასე არ არის.
ჩავართვევინე საიტი და თუ რაიმეს ნახვა/გასწორება გინდათ, შეგიძლიათ გააკეთოთ.
* * *
აი, რაც 2 წუთში ვნახე, რა შეზღუდვები აქვთ რუსეთში, მასტერჰოსტზე
http://masterhost.ru/about/doc/enclosure2.htmlრა ბანძები არიან, შეზღუდვებს ადებენ