დაახლოებით 10 მდე საიტი მაქვს პროსერვისზე (ბლომად ჩემი მიყვანილი კომპანიები)
და ორი ცალი სერვ.ჯი ზე.
ასე რომ შედარების საშუალება მაქვს.
პროსერვისი
პლიუსები:
ერთ სერვერზე მილიონი საიტი არ დევს, ამიტომ საიტები შედარებით სწრაფად იხსნება.
გლობალი სტაბილურად არის (არაა დიდი, მაგრამ რაც არის - არის სტაბილურად)
საფორთი - ერთადერთი შენიშვნა რაც არის, ცალკე სასტავი არ ზის საფორთში და არც მორიგეა, ფაქტიურად გოგა თუ არ არის ადგილზე - პიზდეცია.
მინუსები:
მოუხერხებელი გადახდის საშუალება, ადრე მახსოვს აპირებდნენ თვითან-თვემდე გადასვლის დანეგვას სწრაფი ჩარიცხვის ავტომატებიდან, მაგრამ მერე ალბათ დაეზარათ ან რამე, რა ვიცი.
სერვ.ჯი
პლიუსები:
საფორთი, თითქმის სულ მუშაობს, მათ შორის კვირას ღამის 3 ზეც დამხმარებიან
გადახდის მოხერხებული საშუალება - თითქოს არაფერი ისეთი, მაგრამ როდესაც სწრაფად ჰოსტინგი გინდა, რაღაცის დასატესტად - ნაღდად არ გაქვს იმის დრო, ხელშეკრულებებზე ხელი მოაწერო და ერთბაშად 6 თვე გადაიხადო, ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო
მინუსები:
ტექნიკური მხარე - ყველაფერი შეზღუდულია და მაქსიმუმამდე გამორთული, მათ შორის ისეთი რამეებიც რაც სრულიად უსაფრთხოა, მაგალითად innodb რასაც "უსაფრთხოებით" ამართლებენ, არადა არაფერ შუაშია, რამოდენიმეჯერ რაღაცის ჩართვა ვთხოვე, შედეგად სულ არაკომპეტენტური მეძახეს, დიდად არ მწყენია, მაგრამ მაინც ტეხს, როცა სრულიად უვნებელი რამეები - საფრთხედ მიგაჩნია

გლობალი - ხანდახან რაღაცეები ემართება ხოლმე, რაც ისეთი საიტისთვის, რომელიც გუგლზეა დამოკიდებული, ძალიან მნიშვნელოვანია, საძიებო სისტემები ყურადღებას აქცევენ საიტი რამდენად სტაბილურად მუშაობს და თუ ბოტი ვერ შედის საიტზე, გლობალის გათიშვის გამო - საიტი ვარდება შედეგებში.
ერთ სერევრზე მილიონი საიტი ზის, რაც აფერხებს ყველას მუშაობას.
ზოგადად ეგ არის, რა.
რაც შეიძლება რომ დაასკვნა:
თუ სტაბილური მუშაობა გჭირდება, სჯობს პროსერვისში მიხვიდე და ცოტა გაჯანჯლებული და ცოტა ზედმეტი გადაიხადო, სამაგიეროდ მიიღებ ხარისხს.
თუ სასწრაფოდ ჰოსტი გინდა, პროექტების გასატესტად, გაამართლებს თუ არ გაამართლებს და ა.შ. სჯობს სერვ.ჯის მიმართო, ყველაფერი იქნება სწრაფად. რამენად ხარისხიანად? ეგ ისეთი საკითხია რა... გააჩნია რას ჩალიჩობ

ასე რომ ზოგადად, სერვჯიდან მარტო კლიენტებს თუ იყიდდი, ერთადერთი სიმდიდრე ეგ იყო, თუ ახალ სერვერებზე გადაიყვანეს ეს ხალხი - წაადგებათ რათქმაუნდა, მაგრამ კონკურენციის გაუქმება, კლიენტს ზოგადად ცუდად ადგება ხოლმე

დრო აჩვენებს.
This post has been edited by Bringer on 7 Jan 2011, 20:20
რვაფეხა სიმონ...
რურჯი