მოკლედ რაგდანაც ამდენი შეკითხვა წარმოიშვა ვეცდები სრულად გავცე პასუხები თვენს ეჭვებსა და კითხვებს. თუმცა ვფიქრობ ამაზე ნაადერვი იყო საუბარი იმ ხარვეზების აღმოფხვრამდე რომელიც არსებობს. მაგრამ რახან არ იშლით

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გია ზღულაძეს, იგივე "სიკვდილას"

სერვ.ჯი -ს შექმნისა და განვითარებისათვის. ჩვენ, ჩვენი მხრიდან არ დავაკლებთ ძალ-ღონესა და რესურსებს რათა შევინარჩუნოთ მაღალი ხარსხი და ისეთივე მომსახურება მივაწოდოთ მომხმარებლებს როგორიც აქამდე იყო. უფრო სწორად უფრო მაღალი ხარისხი, ისეთი, როგორიც პროსერვისა და სერვ.ჯი -ს შეეფერება.
ეხლა რაც შეეხება პრობლემებს. პრობლემები არსებობს. სერიოზული არაფერი, მაგრამ მოითხოვს სერიოზულ მუშაობას ჩვენი მხრიდან და დამატებით ინვესტიციებს. ინვესტიციები უკვე განხორციელდა, მაგრამ საჭიროა მრავალი ტექნიკური ცვლილების შეტანა, სისტემის გადაიარაღება და გადაწყობა რაც იმედია გესმით რომ არსებულ მუშა სისტემაზე და მუშა საიტების პირობებში არც ისე მარტივია.
ჩვენი ვარაუდით, იმისათვის რომ არ მოხდეს გათიშვები და მომხმარებლებს არ შეექმნათ სერიოზული პრობლემები, ეს ყველაფერი 15-20 სამუშაო დღეს მოითხოვს. მიუხედავად ახალი წლებისა და შობის დღესასწაულებისა, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ სისტემის გადაწყობა მომხმარებელთათვის უმტკივნეულოდ მოხდეს. ჩვენ თქვენი კეთილგანწყობისა და ლოიალურობის იმედი გვაქვს

მინდა ამასთან დავაზუსტო სერვ.ჯი ს მომხმარებელთათვის მომსახურების პირობები. ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. პაკეტები არ შეიცვლება. იგივე დარჩება მომსახურების ღირებულებაც.
ცვლილებები შეეხება მხოლოდ პორტალურ ვებ გვერდებს, რომელთა გამოც არის ის პრობლემები რაც არის. არ შეიძლება, რომ ბიზნეს ვებ გვერდი, ან თუნდაც forzajuve.ge ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ...............ge, (ვწერდი მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებ ასეთი გვერდების დასახელებისაგან

) რომელიც ამასთან ჰოსტინგის წესებსაც არღვევს და პორნო ლინკები აქვს განთავსებული, ერთ სერვერზე იდოს.
პროსერვისის პოლიტიკა ყოველთვის ასეთი იყო და ამიტომაც ყოველთვის სტაბილური იყო და არის თავისი კლიენტებისათვის. ეს პოლიტიკა მალე გავრცელდება სერვ.ჯი -ს მომხმარებლლებზეც. პორტალები განცალკევდება ბიზნესისა და ლეგალური კონტენტის შემცველი საიტებისაგან. და თუ 2 ან სამი ვარეზი ერთმანეთს დაძირავს იმის გამო რომ არ იციან სკრიპტების სწორად დაყენება ან საიტზე 10 000 მომხმარებელი ყავს.... ნუ ეს რა თქმა უნდა ჩვენ თავის ტკივილად დარჩება მაგრამ ბიზნესს მაინც არ შეუქმნის პრობლემას.
ყოველ შემთხვევაში ჩვენ არავის გათიშვას ან შეზღუდვას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ. სისტემის გადაწყობისა და გამართვის შემდგომ, სავარაუდოდ 2-3 კვირაში, ყველა პორტალურ ვებ გვერდს დავუკავშირდებით ინდივიდუალურად და გადავხედავთ მათთან ურთიერთობის პირობებს. ასეთი სულ რამოდენიმეა, ამიტომ სერვ.ჯი -ს მომხმარებელთა 99 % ს ცვლილებები არ ემუქრება.

ძვირფასო მომხმარებლებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელსა და შობის ბრწინვალე დღესასწაულს.
იმედია გაგებით მოეკიდებით დროებით წარმოქმნილ ხარვეზებს და ჩვენი პარტნიორობა ურთიერთსასარგებლო და მომგებიანი იქნება ყველა მხარისათვის. პრობლემები კი... პრობლემები მალე გამოსწორდება.

მზად ვარ ვუპასუხო თვენს ნებისმიერ შეკითხვას
პატივისცემით