პროექტი - გაქართულება კარგია. კარგი კი არა ძალიან კარგია

თავიდან ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ შემდგომში ნელ ნელა ისწავლით და დახვეწავთ.
პაწა შენიშვნასაც არ დავიშურებ როგორც თქვენი საიტის მიმართ ისე სხვა ვარეზების მიმართ.
ეს კარგია რომ შრომობთ, მაგრამ ძაან უხეშად გამოდის იმხელა ლოგოს რომ ასვამთ ფილმის მსვლელობის დროს. ჩემი აზრით აჯობებს იყოს მხოლოდ ტიტრები, მაგალითად ,,რელიზი: გეომანია.გე''. იგივეს ვიტყოდი პოსტერებზე.
რაც შეეხება დანარჩენ ვარეზებს: თქვე კაი ხალხნო, რუსული საიტებიდან იღებთ ფილმებს და რელიზ ჯგუფს უწერთ... და შენი თანამემამულის საიტიდან აღებულს რატომ არ უწერ რელიზ ჯგუფს? კაცმა იშრომა, იწვალა და იმის მაგივრად რომ რელიზ ჯგუფი მიაწეროთ, აწერთ ,,მხოლოდ ჩვენ საიტზე''. ჯობია ცოტა ტვინი გავანძრიოთ და ერთმანეთს შურიანი, დაბოღმილი თვალებით ნუ ვუყურებთ.
კიდევ ერთი რჩევა გეომანიას. კარგი დიზაინი დაახატინეთ ვინმეს საიტზე არსებული ყველა ფუნქციის გათვალისწინებით

დანარჩენი კიდე რავი... წარმატებებს გისურვებთ და აბა თქვენ იცით. არ გაჩერდეთ

===========
ამ სერიალს თუ გადათარგმნით ძაან დიდი მადლობელი დაგრჩებით მე პირადად და არამარტო მე

,,როგორც ადრე ვიმარჯვებდით დიდგორთან და ბასიანთან, ახლაც უნდა გავიმარჯვოთ დიდ ღორთან და ბასიაკთან!'' © ტარიელ ჭანტურია