#20105819 · 11 Jun 2010, 21:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ყველას, შემთხვევით აღმოვაჩინე ეხლა ეს პოსტი და პოსტებზე გაოცებული ვარ.
1. Justhost.ge არის შ.პ.ს "ნიქს ლოჯიქი" -ს ქვე ჰოსტინგი რომელიც სავარაუდოდ უცხოურ დატა ცენტრს გამოიყენებს იმ მომხმარებლებისთვის ვისაც თავისი საიტი საქართველოს საზღვრებს გარეთ სურს, რომ იყოს და არ უნდა ქართულ ნეტში და ფიქრობს რო იქ უკეთესი მომსახურებაა. 2. ნიქსლოჯიქს, 150 კლიენტი ყავდა ზუსტად 2009 წლის მაისში, დღეს უკვე 1500 ზე მეტი ჰოსტინგ დომენია განთავსებული და კიდე 2 მაგდენი დომენი რეგისტრირდება, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. თუმცა ისიც მინდა გითხრათ რომ ეს მხოლოდ ქართული მომხმარებელი არ არის! nixlogic.net ში უკვე ბევჯერ დარეკეს უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან და სულ მალე არაქართველი მომხმარებლებითაც იქნება ჩვენი სერვერები შევსებული. 150 კლიენტი როგორ ფიქრობთ 8000 $ იან HP Proliant DL380 G5 ის სერვერებს დატვირთავდა?
QUOTE | რესელერი არაა... უბრალოდ მე როგორც ვიცი nixlogic გახდება justhost... ნუ მაგას მერე ადმინისტრატორი იტყვის დაზუსტებით... ხოდა ნაკლები ფასიც რაღა უნდა იყოს რავიცი... ისედაც ნორმალური თანხაა...
ხო ნუ 85% მართლა ლიშნი იყო ჩემი აზრით biggrin.gif როცა uptime 99,97% როგორ იქნება 15% უკმაყოფილო biggrin.gif ან რავი რა... მგონი შესაცვლელია ეგ biggrin.gif სხვა რამე ფუნქციით დატვირთეთ... |
არა ნიქსლოჯიქი ჯასთ ჰოსთინგი არ გახდება, უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნის სერვერებით მოემსახურება 2 ივე თუმცა 2 ივე საიტზე ეწერება ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციები ვთქვათ თუ ქართული უნდა ქართული შეუძლია შეუკვეთოს თუ უცხოური უცხოური. რაც შეეხება უკმაყოფილო კლიენტების 15 %-ს არის კლიენტების რაღაც რიცხვი რომელსაც შეიძლება თავისმა ინტერნეტმა გაუჭედოს, ეგრედ წოდებული მამია სანადირაძის ინტერნეტ პროვაიდერის გადამკიდე და ნიქსლოჯიქ ნეთვორქს დააბრალოს რომ ჰოსტინგი არ უვარგა, თორე სერვერები ფიზიკურად ღამის 4 საათზე 5 წუთის ინტერვალით ითიშება მხოლოდ ისიც ბექაფის მიზნით რადგან 200 გბ იუზერ ფაილების ბექაფი არც თუ ისე პატარა მოცულობაა მითუმეტეს ამაში ბაზებიც შედის და შენახვისას რომ არაფერი დაზიანდეს ბექაფ ფაილებში 5 წუთით კრონტაბი თიშავს ყველა სერვის შემდეგ ავტომატურად ირთვება ისევ.
QUOTE | ვარეზის თაობაზე მივწერე და არ ჰოსტავენ როგორც გავიგე ისევ გეჰოსტ მირჩევნია |
ჩვენ მოგვწერეთ და ასე გიპასუხეს?  საინტერესოა ვარეზ საიტებთან პრობლემა არ გამაჩნია და რატომ: 1. ვარეზ საიტი ჩვეულებრივი საიტია, ჰოსტერის მხრიდან ეს არის უბრალოდ საიტი არაფერი მეტი, საქართველოში ჯერ არ არის კანონი რომელიც ამას კრძალავს და როდესაც აიკრძალება შემდეგ ჩვენც ვეტყვით ნახვამდისს ვარეზ საიტებს მანამდე კი ეს თუნდაც ვარეზიდან შემოსული თანხები ისევ და ისევ ჰოსტინგის განვითარებას მოხმარდება. 2. ვარეზ საიტი არც თუ ისეთ დიდ დატვირთვას აყენებს სერვერს რომ მისი განთავსება აიკრძალოს. თემის ავტორს კი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დარეკლამებისთვის წინასწარ გახსენი ფაქტიურად პოსტი. ოქტომბერში გაიხსნება ჩვენი ოფისი სადაც ასევე დაემატება ახალი სერვისი, საკოლოკაციო მომსახურება სერვერებისთვის სადაც შეგეძლებათ თქვენი სერვერი განათავსოთ, ბევრად უფრო დაბალ ფასებში ვიდრე სხვა ინტერნეტ პროვაიდერებშია, იქნება ფაილოვერ არხებით და მთავარი გამტარი კი იქნება "საქართველოს რკინიგზის ტელეკომი" რომელიც ავირჩიეთ იმიტომ, რომ ამ პროვაიდერის გლობალური არხი საქართველოში თითქმის ყველაზე დიდია და რაც ყველაზე მთავარია არ არის დაბინძურებული მილიონი მომხმარებლით და ემსახურება მხოლოდ ბიზნეს სერვისებს.თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს, მზად ვარ გაგცეთ პასუხი. საქართველოში ძალიან ჩაკვდა ინტერნეტი, ამიტომ საიტზე ჩვენთან თუ შეატყვეთ ახალი სექცია დაემატა ჩვენი პროექტები. ახალ პროექტებს ვიწყებთ "რა თქმა უნდა არა ვარეზ საიტებს".
--------------------
undefined
|