ხელშეკრულება მომსახურების განუყოფელი ნაწილია. ხელშეკრულება იდება მომსახურესა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად. ჰოსტინგი არ არის ერთჯერადი მომსახურება, არამედ გრძელვადიანი ურთიერთობაა. რატო 1 წლით? აბა ყოველ თვე ყველა ჩვენმა მომხმარებელმა ჩვენს ოფისში რომ ირბინოს ხელშეკრულების გასაახლებლად, ცალკე ოფისის გახსნა მოგვიწევს რომელსაც სახელშეკრულებო ოფისი ერქმევა

ეს არც მომხმარებლისთვისაა მოსახერხებელი და არც ჩვენთვის. იდება ერთხელ და მოქმედებს სანამ მომსახურებით სარგებლობ. და შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეგიძლია.
რაც შეეხება გადახდას. არავინ არავის არ აიძულებს ერთი წლის გადახდას.
გადახდის ფორმას დამკვეთი ირჩევს. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, კომპანიებს ურჩევნიათ ერთი წლით თანხის წინასწარ გადახდა, რადგან დარწმუნებულნი არიან რომ ბილინგი არ გათიშავს მათ გვერდს და ფოსტას. კერძო პირები კი ზოგი როგორ იხდის და ზოგი როგორ. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ არც საიტზე და არც სხვაგან არ გვიწერია 1 წლის წინასწარ გადახდის ვალდებულება.
ხო და კიდევ ერთი შეკითხვა იყო დასმული ბონუსთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა ბონუსი ეძლევა ყველას იმ პირობით, რომ აქტიურდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი პირველ გადახდას განახორციელებს. ანუ თუ ჰოსტინგის ხელშეკრულება ფორმდება დღეს, ბონუსი გააქტიურდება სექტემბერში.. და ა.შ.
P.S. შეიძლება ცოტა უხერხული პირობა იყოს, მაგრამ აქ ერთ ერთს გაუჩნდა აზრი "მერე რომ წავიდე? " და სწორედ ამიტომ, გადაგდებები რომ თავიდან ავიცილოთ