Top 5 - სიახლე bet.goli.ge-ზე
bet.goli.ge თავის მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს.
Top 5 - ეს ის სიახლეა, რომელსაც აქვს ბილეთის სახე და რომელში მონაწილეობის მიღებაც საიტის აქტიურ მომხმარებლებს შეეძლებათ.
კერძოდ კი - Top 5 - არის გათამაშების ახალი სახე, რომელშიც ყოველ კვირა საიტის ადმინისტრაცია 5 თამაშს შემოგთავაზებთ. თამაშები შაბათ-კვირის იმ შეხვედრებიდან აირჩევა, რომელი ჩემპიონატებიც ჩვენთან არის შეყვანილი, გარდა საქართველოს ჩემპიონატისა. ( ინგლისი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია).
ამ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ მომხმარებლებს, რომელთა აქტივობაც 50% და მეტი იქნება.
აქტიურობა, თვის დასაწყისში, განისაზღვრება შუა კვირაში გამოტანილი ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების მიხედვით. ხოლო ყოველ შემდეგ კვირის Top 5 - ში მონაწილეობის მისაღებად, აქტიურობა განისაზღვრება მიმდინარე თვის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშებები შუა კვირაში არ არის და ეს ემთხვევა თვის დასაწყისს, Top 5 - ის გათამაშება პირველ კვირაში არ შედგება.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ აქტივობა და დაგროვებულ ქულებს მნიშვნელობა არ აქვს.
გათამაშების საპრიზო ფონდი 250 ლარს შეადგენს და ის თანაბრად გადანაწილდება თითოეულ გამარჯვებულზე.
იმისთვის, რომ Top 5 -ის გამარჯვებული გახდე, აუცილებლად ხუთივე თამაშის შედეგის გამოცნობა.
პროგნოზის გაკეთება ხდება იმავე პრინციპით, როგორც აქამდე, Top 5 - ში შეტანილ თამაშზე ავტომატურად აისახება. პროგნოზის გაკეთება შესაძლებელია პირველი თამაშის დაწყებამდე, მაქსიმუმ ორი საათით ადრე.
ამის შემდეგ გაკეთებული პროგნოზის შემთხვევაში, თქვენ Top 5 - ში მონაწილეობას ვეღარ მიიღებთ.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ყოველ კვირას.
Top 5 -ის პირველი გათამაშება 4-5 დეკემბერს შედგება.
ამ კვირის Top 5
1. Wigan Athletic – Stoke C.
2. Lazio - Inter Milan
3. Real Sociedad - Athletic Bilbao
4. Schalke - Bayern Munich
5. Lens - Auxerre
1-2 დეკემბერს გაიმართება ევროპის ლიგის მატჩები. იმისთვის, რომ პირველ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ, სწორედ ამ შეხვედრებში უნდა გამოიჩინოთ აქტიურობა.
გისურვებთ წარმატებებს!
bet.goli.ge ადმინისტრაცია
მიმაგრებული სურათი