#24115934 · 21 Feb 2011, 17:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მადლობას გიხდით რომ გამოეხმაურეთ ჩვენს სერვისს და გახსენით ეს თემა. შევეცდებით პასუხი გავცეთ თქვენს კითხვებს. 1. .WS - მართალია დასავლეთ სამოას დომენია, მაგრამ ასევე შეიძლება ითარგმნოს როგორც Web Site. სასაცილოა. დომენის სახელი რა შუაშია საიმედოობასთან. ეს იგივეა კაცს უთხრა საბუთებში მიწერის მიხედვით მისამართი ანაკლიაში გაქვსო და არასაიმედო ხარო. 2. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ოფისი, რადგან მოგეხსენებათ ამას თანხები ჭირდება და შესაძლებლობისთანავე ეს ხილიც იქნება. 3. ჩვენ არ ვართ ქუთაისის ჰოსტი, უბრალოდ პროექტის მთავარი ადმინისტრატორი იმყოფება ქუთაისში და ესაა მიზეზი საბანკო ანგარიშში მოცემული ინფორმაციის. 4. საიტის დიზაინი. ჩვენ ვფიქრობთ რომ საიტის დიზაინისთვის დახარჯული დრო ჯობია მომხმარებელს დავუთმოთ. ვფიქრობთ რომ საიტის ნავიგაცია ლოგიკურადაა დაწყობილი და დიზაინიც არაა ძალიან ცუდი. თანაც საიტის ძრავი ჩვენია, უნიკალური და მოგეხსენებათ ყველაფრის 2 თვეში გაკეთებას ვერ მოვასწრებდით. 5. საიტის სიჩქარე. არამგონია ვინმეს ამასთან პრობლემა ქონდეს და თუ აქვს, ეს მისი ინტერნეტის მომწოდებელთან უნდა იკითხოს, რადგან ჩვენ 1 გ/ბიტიანი პორტი გვაქვს. 6. საიმედოობა. არამგონია მაიკროსოფთის ოქროს პარტნიორი იყო, ეგრეთწოდებული მწვანე ენერგიას მოახმარდე აპარატურას, ტელია სონერასთან გედოს შეთანხმება ინტერნეტ ტრაფიკზე, გქონდეს CISCO GUARD რომელიც DDOS შეტევებისგან იცავს ქსელს და საიმედოობის არ ქონაზე ისაუბრო. საქართველოში არსებული ჰოსტინგების უმეტესობა ელემენტარულ 15 დოლარიან უსაფრთხოების სერთიფიკატს არ იყენებს რომ მომხმარებლების ინფორმაცია დაშიფროს. და შედეგიც რუსეთ საქართველოს ომის დროს ვნახეთ. თუ რამე არ მოგწონთ მოგვწერეთ. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს გამოხმაურებას users@genet.ws მაგრამ უსაფუძვლო კრიტიკას მგონი არავინ მიიღებს.
ელოდეთ სიახლეებს.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით სერვისით დაინტერესებისთვის.
This post has been edited by GeNet-Group on 21 Feb 2011, 18:58
|