#34878129 · 24 Jan 2013, 14:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AnimeR
QUOTE | მაგრამ, ჩემთვის არასერიოზულია, როდესაც აცხადებთ რომ ქუალითი კონტროლია და შემოსულს მხვდება თემა: როგორ გავაკეთოთ თოკი პლასტიკური ბოთლისგან... |
ჩვენთან დაწერილი "როგორ გავაკეთოთ თოკი პლასტიკური ბოთლისგან" მეტად ხარისხიანია, ვიდრე ბევრ ფორუმზე თუ ბლოგზე დაწერილი ინსტრუქცია ბიზნესზე, იმ კონტექსტში რა კონტექსტშიც წერია. გინდა გრამატიკული თვალსაზრისით და გინდა იმით რომ 90% ინსტრუქციების იტესტება. არ გამიკვირდება, რომ შენ არ გაინტერესებს ბოთლისაგან თოკის გაკეთება, მაგრამ არის ხალხი ვისაც აინტერესებს და სხვათაშორის ბევრი ინსტრუქციაც შემოსულ კითხვებზე იწერება, ამიტომ ნუ განსჯი პროექტს რამდენიმე შენთვის არასაინტერესო ინსტრუქციის გამო : ) ჯობია დაეხმარო ხალხს, ქართველ ხალხს შენი ცოდნის გაზიარებით. რამდენი დროც აქ შემოსვლაზე, წაკითხვაზე და პოსტზე დახარჯე, 1 ინსტრუქციას გამოაქვეყნებდი, რომლითაც უკვე შენ თვითონ დათვალე რამდენ ადამიანს დაეხმარებოდი ან გაუღრმავებდი ცოდნას თუნდაც ორაკლის თემაზე.
QUOTE | ცოტა სერიოზული თემები მაინც დადეთ... |
კიდევ ერთხელ გიმეორებ, რამდენიმე (შენთვის არასაინტერესო) ინსტრუქციის გამო ნუ უქმნი ბარიერს სხვას და პროექტს ნუ განსჯი. შენ თუ რეალურად დახმარება გინდა და მაგ მიზნით წერ ამ პოსტებს, უკეთესი იქნებოდა (თან ბევრად) შემოსულიყავი და 1 მცირე ინფორმაცია გამოგექვეყნებინა, რომელსაც ათასობით ადამიანი ნახავდა და 1-2-ს ხომ მაინც დაეხმარებოდა. აღარ ვაპირებ მეგობარო შენთვის იმის ახსნას რომ არასწორად აფასებ პროექტს, შენნაირი კიდევ ბევრი იქნება მაგრამ როგორ.ჯი თავისას აკეთებს და ბევრად მეტს გააკეთებს იმ ხალხის დასანახად, ვისაც თავისი ცოდნა სეიფში აქვს შენახული  და კრიტიკის მეტი არაფერი იციან  P.S. რომელი უფრო საინტერესოა და ხალხისთვის გამოსადეგი. შენს ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტები: "მილანში მცხოვრები მამაკაცების Fashion Week" "ჯესიკა ალბა საუზმის საყიდლად" თუ როგორ.ჯიზე: როგორ დავნერგოთ ოჯახში ტრადიციებიროგორ გამოვნახოთ საერთო ენა ბებია-ბაბუებთანროგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმაროგორ დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ მეგობარს და ა.შ. This post has been edited by LRuby on 24 Jan 2013, 14:38
|