რეკლამის ფასია ზედმეტად გაბერილი არაა?

არამგონია ვინმე დაინტერესდეს, ძაან ჩაუხედავი თუ არაა ამ საკითხში.
არ გირჩევნიათ რამდენჯერმე შეამციროთ ფასი და მეტი კომპანია მიიზიდოთ, ვიდრე ელოდოთ იმ შემთხვევას როცა ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდება თქვენი საიტით

ეს ხუმრობით მაგრამ იმხელა ფასი გიდევთ რომ...
თან ძირითადად კონკრეტული ინტერესის მომხმარებლები რო გყავდეთ კიდევ ხო (მაგ: სპორტით - ტოტალიზატორი იქნებოდა დაინტერესებული, ფული ბევრი აქვთ. ან განცხადებებით - ბანკები დაინტერესდებოდნენ, პოტენციური მომხმარებლები ბევრია ეგეთ საიტზე, ბინას რო ეძებს ან მანქანას შეიძლება სესხი დაჭირდეს, ან განვადება რაღაცის.)
ტექნიკურის და დიზაინის მხრივ 10-იანი, მაგრამ მოგებაზე ვერ იმუშავებს საიტი თუ არ დაწიეთ რეკლამის ფასი. დამიჯერეთ არავინ იყიდის მაგ საბანერო ადგილს.
და საიტს კიდევ რეიტინგი იმისთვის უნდა რომ ოდესღაც მოგებაზე დაიწყოს მუშაობა.

ესაა ჩემი რჩევა, წარმატებები.