პირველ რიგში მოგესალმებით ყველას ძვირფასო მეგობრებო მოკლედ გადავწყვიტე თემა გამეხსნა თავიდან და მოდერატორებს ვთხოვ დახურონ ძველი თემა. რატომ თავიდან? საიტზე ფაქტიურად შეიცვალა ყველაფერი, ყველაფერი იწყება თავიდან, ამიტომ საიტის შესახებ ყველაფერს დავწერ ახლიდან ამ თემაში, იმედია ეს არ ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს.
საიტის დასახელება: FILMIX.GE - ფილმები თქვენი განტვირთვისთვის!
საიტის დომეინი:
https://filmix.ge/ (ვფიქრობ მარტივი და ადვილად დასამახსოვრელები)
filmebiსაიტს ჰოსტინგით უზრუნველყოფს: Proserv
საიტის დაარსების თარიღი: 2016-11-20
საიტის მიზნები: განვითარება და წინსვლა!
საიტის ფბ გვერდი:
Filmix.Ge - Online Moviesსაიტის შესახებ, რამდენიმე ინფორმაცია:
1. საიტზე აყენია საკუთარი დიზაინი, რომელიც ჯერ კიდევ სატესტო ვერსიაშია და გადის განახლებებებს! სულ მალე გალამაზდება სლაიდერი და დაემატება უკანა ფონი სლაიდერს, ასევე ჩაისმება ტოპ ყურებადი ფილმები და არა ბოლოს დამატებული ფილმები.
2. საიტის მობილურ ვერსიაზე ჯერ-ჯერობით აყენია თავისუფალი ინტერნეტ სივრციდან აღებული დიზაინი, რომელიც სულ მალე შეიცვლება. ეს ასე იმიტომ მომიწია, რომ ჯერ კიდევ ვმუშაობ საკუთარი დიზაინი დავხვეწო ისე, რომ იყოს ეგრეთწოდებული მობილურის მეგობარი.
3. საიტზე ყოველდღიურად ემატება ახალი ფილმები და ასევე გადის სერიალები განახლებას! ეს ყველაფერი მიწევს ხელით ავტომატურად არ ხდება საიტზე არაფრის განახლება, რაც ცოტა რთულია თუმცა შეძლებისდაგვარად გამომდის.
4. პირველ ეტაპზე ვაპირებ დავიწყო გახმოვანება თრეილერები, ასევე შესაძლოა მოკლე ფილმების, რომლებიც არ იქნება დიდი წვალება, გამომდინაერ იქიდან, რომ საიტზე ვარ ერთი ამ ეტაპზე ცოტა რთული იქნება, თუმცა მომავლისთვის არაფერს გამოვრიცხავ.
ძველ თემაში ვისაუბრე რამდენიმე საკითხზე, რომელსაც დავწერ აქაც, რათა იცოდეთ პასუხები პირდაპირ იმ კითხვებზე, რომლებიც გაგიჩნდებათ.
აქვე გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ ფილმების საიტი? ექნება მომავალი? დღეს ხომ უამრავი საიტია ფილმების თემატიკაზე? მარტივად გაგცემთ პასუხსს პირველ რიგში ფილმები არის ის, რაც მე ძალიან მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს ამ ყველაფრის სხვამდე მიტანა კი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა...
თითოული განახლების(სიახლის) შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ. (ძალიან მკაცრადაც ნუ შემაფასებთ

)
This post has been edited by Unloadstudio on 28 Apr 2017, 20:12