ითამაშეთ ბურა ონლაინში, მეგობართან, უცხოსთან ან ტურნირი
www.OnlineBura.geსამი ერთი ფერის ბანქოს ჰქვია: „მცირე კომბინაცია“ ანუ „მალუტკა“
სამი კოზირის კომბინაცია : „ბურა“
თამაში სადაც „მალუტკის“ ჩასვლა მიმდინარეობს ურიგოთ: ბურა ურიგოთ
თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა,სე - 3 ქულა, ჩარი - 4ქულა, ფანჯი - 5 ქულა, შაში - 6 ქულა.
თამაშში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემდეგი ''მასტის'' (დასახელების) ბანქოს ოთხივე ფერი (გული, აგური, ყვავი, ჯვარი). თითოეულ მათგანს გააჩნია შესაბამისი ფიქსირებული ქულა:
“ტუზი” - 11 ქულა.
“ათიანი” – 10 ქულა
“მეფე” - 4 ქულა
“დამა” - 3 ქულა
“ვალეტი” - 2 ქულა.
თამაშის წესები:
თამაშს იწყებს, რომელიმემოთამაშე შემთხვევითობის პრინციპით, თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 3-3 ბანქო რიგრიგობთ, შემთხვევითი წესით, პროგრამის მეშვეობით ტრიალდება ერთი ბანქო რომელიც განსაზღვრავს კოზირს, ხოლო დარჩენილი ბანქოს დასტა იდება სათამაშო მაგიდაზე, რომელიც თამაშის პროცესში ემატება ორივე მოთამაშეს.
ერთი და იგივე ფერის უფრო მაღალი ბანქოთი ან ნებისმიერი კოზირით იჭრება უფრო დაბალი ''მასტის'' ბანქო, ხოლო კოზირი იჭრება მხოლოდ უფრო მაღალი ''მასტის'' კოზირით. მოთამაშე თავად განსაზღვრავს მოსული ბანქოდან, რომელი კარტი ჩავიდეს. თუ მოთამაშე ვერ ჭრის მეორე მოთამაშის მიერ ჩამოსულ ბანქოს, იგი ატანს მას ჩამოსული ბანქოს შესაბამის რაოდენობას (ერთს, ორს ან სამს) დაფარულად. მოგებულად ითვლება მოთამაშე რომელიც პირველი დაიძახებს 31 ქულას (ვარ) ან მოაგროვებს 3 კოზირს „ბურა“-ს. 31 ქულის დაძახების შემთხვევაში თუ მოთამაშეს არ ექნა 31 ან მეტი ქულა, მოგებულად ჩაითვლება მეორე მოთამაშე.
ბურა ონლაინში, ონლაინ ბურა
www.OnlineBura.geაპლიკაცია ხელმისაწვდომია:
Android:
https://play.google.com/store/apps/details?id=cc.jokergameIOS:
https://apps.apple.com/us/app/iaponuri-jokeri/id1558720101