მერამდენედ უნდა გახსნა თემა ამ დომენზე აწყობილ საიტებზე შე დალოცვილო

ეს ერთი წელია ხსნი ამ საიტებს მაგ დომენით და ხან რა თემატიკას უკავშირდება და ხან რას

ჯერ უფასო ჰოსტინგის პროვაიდერი საიტი გქონდა გახსნილი, შემდეგ გაცნობის, ფორუმიც გქონდა გახსნილი და სოციალური ქსელიც, ხოდა დამატებით კიდევ გვითხარი რას ველოდოთ მომავალში, რომ მომზადებულები ვიყოთ, თორემ ამერია უკვე სათვალავი

რაიმე სერიოზული პროექტის მოხოდვა თუ გინდა და ამბიციები გაქვს დიდი, სჯობია ერთი პროექტი დაიწყო და მაგას დასჯერდე, ვიდრე ხან ერთს მოჰკიდო ხელი და ხან მეორეს.
დამიჯერე ასე ვერ მიაღწევ ვერანაირ შედეგს და წინსვლაც არ გექნება არცერთ პროექტში, რომელსაც ხელს მოჰკიდებ, ხოლო თუ ამ ყველაფერს დროის გასაყვანად და გასართობად აკეთებ, მოხოდვა და ბაზარზე გასვლა კი სულაც არ გაინტერესებს ეგ უკვე სხვა საკითხია.

საერთო ჯამში არ მიწყინო კრიტიკა, რადგან კრიტიკის მეშვეობით აღწევს ადამიანი საწადელს