ასე ვთქვათ ნაწლავური ჩხირები მაქვს შარდ სასქესო ორგანოში. იწვევს საზიზღარ რამეებს. არ აღვწერ პატივცემულ პუბლიკას დავინდობ. რანაირად მოხვდა წარმოდგენა არა მაქვს.
ეგ კი არა სასწაული თემაა.
2 ანალიზი ავიღე მაგ კლინიკაში. პირველ ანალიზში რომელიღაც ბაქტერიებზე ნეგატივი მეწერა. ანტიბიოტიკო თერაპის შემდეგ პოზიტივი. თან მეუბნებიან რომ ეგ სქესობრივი გზით გადამდებია. ღმერთი რჯული, ბოლო 1 თვის კი არა საკმაო ხნის განმავლობაში საერთოდ არანაირი კონტაქტი არ მქონია.
რანაირად მოხდა მასე რომ ეგეთი ბაქტერია შემხვდა მკურნალობის მომენტში?
ხო და ის ექიმი მიწერდა მეორე პროგრამას ანტიბიოტიკებისას. მაგ სქესობრივი გზით რომ გადადის სხვანაირად ვერ დავამარცხებთო.
ეს ბაქტერიაა Ureaplasma urealyticum
მერე ნათესავ ექიმს ვკითხე რა ვქნა მეთქი და ბისეპტოლი მირჩია. ეგ დალიეო
მოკლედ არ ვიცი რა ვქნა რა, კუჭი მაქვს მოსაწესრიგებელი და მაგისი არც ფინანსები მაქვს არც დრო