კიდევ ერთხელ გამარჯობათ:) ვაგრძელებ თემას და ეხლა მოგახსენებთ
ინტერნეტ-დამოკიდებულობის წარმოშობის მიზეზებსჩვენთვის უკვე კარგად ცნობილმა კიბმერლი იანგმა:) ამ სინდრომის კვლევის დროს დაადგინა რომ პაციენტები ყველაზე ხშირად იყენებენ:
1. ჩატს.
2. ტელეკონფერენციებს(არამგონია ეს აქტუალური იყოს)
3. E-Mail
4. WWW
5. საინფორმაციო პროტოკოლები - FTP, Gooper(არ ვიცი ამ ბოლოს ვინ სად იყენებს)
- ზემოთ მოყვანილი სერვისები შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად, პირველი რომელიც დაკავსირებულია ურთიერთობასთან და მეორე რომელიც ურთიერთობასთან დაკავშირებული არ არის და გამოიყენება მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ჩატი, ტელეკონფერენცია, მეილი. მეორე ჯგუფში შედის საინფორმაციო პროტოკოლები. ჩვენი იანგი აღნიშნავს რომ გამოკვლევებით დადგენილ იქნა აგრეთვე რომ "ინტერნეტ-დამოუკიდებლები" იყენებენ ინტერნეტის იმ ასპექტებს რომლებიც საშუალებას აძლევენ მოიოვონ ინფორმაცია და ეკონტაქტონ ადრე გაცნობილ ხალხს(რეალში გაცნობილებს), ხოლო "ინტერნეტ-დამოკიდებული" ადამიანები იყენებენ ინტერნეტს ადამიანთა გასაცნობად, იდეების გასაცვლელად(არ გეცნობათ ეს მხარე?

) ვირტუალურ გარემოში. ინტერნეტზე დამოკიდებულ ხალხს ინტერნეტით რთიერთობებში ხიბლავს: ანონიმურობა(86%), ხელმისაწვდომობა(63%), უსაბრ(ფ)თხოება(58%), გამოყენების სიმარტივე(37%)
ჩემი კომენტარები: მე თვითონ მაქვს მოსმენილი ერთი ადამიანისგან, როცა უკვე რეალში გავიცანით ერთმანეთი, ეხლა უკვე არც ისე საინტერესო იქნება ურთიერთობა რადგან ანონიმურობა დავკარგეთო. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, რაღაც არამგონია ეს საქართველოს ეხებოდეს, რადგან აქ ინტერნეტი არც ისე იაფი და ხელმისაქვდომი სიამოვნებაა, მაგრამ თქვენ თუ ხართ დაკვირვებული რა პოპულარულია ტელეფონით გაცნობა? რადგან ეგ უფრო ხელისაწვდომია თვენს საზოგადოებაში და თუ მოხდება ისე რომ კომპიუტერი და ინტერნეტიც ისეთივე ხელმისაწვდომი იქნება როგორც დღეს ტელეფონია მაშინ მთელი ის პროცენტული მაჩვენებელი რაც ტელეფონით ურთიერთჴბებზე მოდის, გადმოინაცვლებს კომპიუტერზე და ეგ ხლახიც კომპ-დამოკიდებული გახდება. ეხლა უსაფრთხოება თუ უსაბრთხოება:) ალბათ ყველას უნახავს სადმე(ან ფორუმში ან ჩეთში) მობლატავე ხალხი:) რომელცი მერე ქრება, საქართველოში სადაც თითქმის ყველა ყველას იცნობს, არც ისე ძნელია ადამიანის პოვნა. ეხლა გამოყენების სიმარტივე:) რავიცი ეგ თქვენ უნდა გკითხოთ, რა უფრო ადვილია დაინახო ლამაზი გოგო და მიხვიდე გამოელაპარაკო თუ გადმოტვირთო mIRC-ი დააინსტალირო, მერე დალნეტზე ნიკი დაარეგისტრირო და მერე გოგოები გაიცნო? ნუ თუ არ ჩავთვლით იმას რომ ზოგიერთი გოგო ყოველთვის თავაწეული დადის და ცოტა მორიდებულ ბიჭებს ზედაც არ უყურებს, მაგრამ აქაც მაგრა:) მე პირადად ვიცი გოგოები რომლებიც რეალში არიან ზუსტათ მასეთი კუდაბზიკები:) რადგამ მამიკოს ბევრი ფული აქვს და კარგი თანამდებობა, მანქანა ემსახურება ან საკუთარი ყავს და ყველა პირში ეუბნება რა ლამაზი და ჭკვიანია, ერთ დღესაც მაგ მაყუთა მამიკომ სადღაც გაიგო რომ თურმე კომპი კაი რამეა და ამ შენ გოგოს უყიდა, ხოდა ეგ გოგო ვირტუალში ისეთივე ჩვეულებრივი და უბრალო ადამიანია როგორც სხვები:) მოკლედ რომ არ გაბერო ისევ ჩვენი პროფესორის კველავას დავუბრნდეთ.

- აქედან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა რომ ინტერნეტ-დამოკიდებულები ქსელით სარგებლობენ რათა მიიღონ სოციალური მხარდაჭერა(რომელიმე კიბერ სოციალური ჯგუფის მიკუთვნების ხარჯზე), სექსუალური სიამოვნება

შესაძლებლობა იმისა რომ იყვნენ ვირტუალური გმირები(ახალი "მე"-ს შექმნა) რომელიც მერე იწვევს განსაზღვრულ რეაქციას გარშემომყოფთაგან(ვირტუალური) და მათგან ჩვენი გმირის აღიარებას. ავტორი სოციალურ მხარდაჭერაში გულისხმობს არა მარტო ემოციურ მხარეს არამედ იმის შეგრძნებას რომ "ინტერნეტ-დამოკიდებული" ადამიანი მიეკუთვნება რაღაც გარკვეულ სოციალურ ჯგუფს.
- აბა ჯიგრებო ეხლა აღიარეთ ვინ ხარ დამჯდარი ინტერნეტზე, იმ მიზეზებით რაც აქ დავწერე?

ჩემი აზრი ასეთია აქ მყოფთა უმეტესობამ სამსახური შეიცვალოს და ახალ სამსახურში კომპი არ იდგას, ინტერნეტი არც გაახსენდება. ვისი პროფესიაც დაკავშირებულია კომპიუტერტან(ადმინები, პროგრამისტები, დიზაინტერები) ჩემი აზრით არ შეიძლება ვუწოდოთ ინტერნეტ-დამოკიდებულები, მხოლოდ მათი პროფესიიდან გამომდინარე. და თუ პროფესიით კომპ-დამოკიდებული ადამიანი გახდება "ინტერნეტ-დამოკიდებული" ეგ არის მისი ფსიქიკის ამბავი და არა იმისა რომ მას Java ან C++ უყვარს ანდა გიჟდება Firewall-ის დაკონფიგურებაზე:)
- ცოტახანში მოგახსენებთ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ინტერნეტ-დამოკიდებულებას. ხო მართლა "მატგრიცას ეფექტი" ძაან მომეწონა მაგრამ მგონი მატრიცა თავიდან ბოლომდე ეფექტებისგან შედგება და ამიტომ ძნელია გაიგო რომელ ეფექტზეა ლაპარაკი, ამიტომ ჯობია მაგ ძილის ეფექტს "მატრიცას ძილის ეფექტი" ვუწოდოთ
P.S. И вообще, пора нам сбавлять темп...