#11396774 · 4 Nov 2008, 00:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საერთოდ რო დაფიქრდე, თუ ადამინს აღარ აქვს მომავალი, ის ყველა ვარიანტში აღარ გამოჯანმრთელდება და სავარაუდოდ გარკვეულ პერიოდში მოკვდება კიდევაც, მაშინ ევთანაზიას შეიძლება გაგებით მოეკიდო, მითუმეტეს როცა ამას ერთვის კიდე მატერიალური ხარჯები. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ადამიანურობაზე, გრძნობებზე, პალატაში წოლა სასტუმროს ტოლფასია თითქმის. ესეთია რეალობა. ხოდა შეიძლება შემოელიოთ კიდევაც ფული ახლობლებს. მაგრამ მე რომ ეხლა ვიყო მაგ მდგომარეობაში, საშინლად არ ვისურვებდი, რომ დარჩენილი მცირე პერიოდიც კი კიდევ უფრო შემიმცირონ. სხვა შემთხვევაა, როცა ტკივილებით იტანჯება დამიანი. მაგ ვარიანტში ეგ საუკეთესო გამოსავალია. მე კიდევ ვიცი, რომ ევთანაზიაზე ანდერძის მაგავარს წერენ ხოლმე, ანუ სიცოცხლეშივე, საღ გონებაზე ადასტურებენ, რომ გარკვეულ სიტუაციაში არიან თანახმა, რომ გაუთიშონ აპარატები.
--------------------
ბაყაყის ბარკლების გემოზე იმან მეკამათოს, ვისაც ის გაუსინჯავს
|