გამარჯობათ
კარგა ხანია რაც კუჭი მაწუხებს, ახლა შტატებში ვარ და ქე მოგეხსენებათ აქაური სამედიცინო მომსახურების ფასი.
ხოდა თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ, მე გეტყვით სიმპტომებს და მითხარით რა შეიძლება მჭირდეს.
1. ხშირად მაქ ფაღარათი.
2. ზოგჯერ ჭამის შემდეგ მუცელში ვგრძნობ სიმძიმეს.
3. როცა ოდნავ ცხარეს ვჭამ კუჭში ვგრძნობ წვას.
4. მწარის ჭამის შემდეგ თუნდაც 4-5 სათი რო გავიდეს და მძიმე
ფიზიკური სამუშაო შევასრულო კუჭის არეში ვგრძნობ წვას.
5. ცივს რო ვჭამ, მაგალითად ნაყინს კუჭი მეწვის.
6. ყავის დალევის შემდეგ სუსტად მტკივა მუცელი,
დისკომფორტს ვგრძნობ ისეთს თითქოსდა მშივდება.
7. როცა კუჭი მაწუხებს პატარა ჭამა მშველის.
8. გულის რევის შეგრძნება არ მაქ.
9 მომწონს ცხელი საჭმლები, ცივზე გული არ მიმდის.
10. რაც არ უნდა კარგი დესერტი იყოს ბოლოს მაინც მარილიანი
უნდა ვჭამო.
11. თბილისში ვსვამდი მეზინფორტეს, კუჭში სიმძიმეს მიხსნიდა.
12. დილას 10-მდე თუ არ ვჭამე, მუცელში ისეთი შეგნძნება მაქ
თითქოსდა კოლაფსი მეწყება.
13. ფორთოხლის წვენს რო დავლევ კუჭი მიღიზიანდება და მეწვის.
ეს არის რისი თქმაც შემიძლია ჩემს თავზე.
ვარაუდი მაქ რო წყლული უნდა მჭირდეს
This post has been edited by Argishi on 11 Jun 2009, 05:07