გასტრიტი ნიშნავს კუჭის გარსის დარღვევას დანაკაწრების (საუკეთესო შემთხვევაში) გაჩენას კუჭის კედლებსა და ნაოჭებზე. პარალელურად გასიებით კედლებისა და ანთებითი პროცესებით კუჭის შიგთავსში. ეს კი ნიშავს რომ ესეიგი შენ პარალელურად ნაღველთანაც პრობლემა უნდა გქონდეს.
თუ გულძმარვა გაქვს, ე.წ. იჟოგა. ესეიგი რეფლუქსი, ანუ კუჭის სარქველის თიაქარი, რაც ნიშნავს რომ კუჭის წვენი ამოდის საყლაპავშიდა გაწუხებს ეგ
დიეტას რაც შეეხება. აუცილებელია რომ საკვები იყოს მინიმალურად ცხიმიანი ან საერთოდ უცხიმო, მარილიც შესაბამისად მაქსიმალურად მცირე. პლიუს ამოიღე რაციონიდან ნებისმიერი სახის გაზიანი სასმელები. სასურველია სამუდამოდ. მათ შორის ლუდი. აუცილებელია პურის მიღება, ოღონდ მეორე დღის და მშრალი პურის, ამ დროს არ შეიძლება მიიღო ახლად გამომცხვარი შოთები ან ლავაშები. სხვა სახის ცომეულისგანაც თავი შეიკავე.
საჭჳროა რომ გადახვიდე მინიმუმ დღეში 4 ჯერად კვებაზე.
არ გეჭმება არანაირად ღორის ხორცი, არც ცხვრის ხორცი. არც ერთი სახის შემწვარი, არანაირი მჟავე ან მწარე. ან ისეთი რამე საკვები რაც გაზებს დაგიგროევბს.
აგრეთვე შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღო ეს საკვებიც. არ შეიძლება არც მშიერი ყოფნა და არც გადამძღარი ყოფნა. პარალელურად, აუცილებელია რომ კარგად დაღეჭილი საკვები გადაყლაპო. და მთავარია რომ ყველ სახის საკვები იყოს მოხარშული.
გეჭმება ქათმის, ინდაურის (კან გაცლილი), ძროხის ხორცი (უცხიმო და უმყესო). კარტოფილი უდიერი რაოდენობით. შვრიის და წიწიბურის ნაწარმი, ფაფები. ბრინჯიც, ოღონდ ურძეოდ. საჭიროა მიიღოთ აუცილებლად ხაჭო და მაწონი, სასურველია გაწურული. აუცილებელია აგრეთვე წვნიანი საკვების მიღება, მაგრამ არანაირად ნახარში ხორცეული. სპეციალურად მომზადებული სუფი, სადაც მიზერული რაოდენობით იქნება ცხიმები. კვერცხიც იჭმება მგონი, ოღOნდ როგორც მახსოვს მცირედ მოხარშული, ანუ თოხლოზე ცოტა მეტად მოხარშული.
აგრეთვე ხილეული ამ მომენტისთვის არაა სასურველი მიიღო ცოცხალი სახით, ან კომპოტად მოიხარშე და ისე მიიღე, ან აირღუმელში მოშუშე და ისე მიიღე. არც მწვანილეულის მიღებაა რეკომენდირებული დაუმუშავებლად.
მოკლედ უნდა იკვებო ისეთ ნაირად რომ კუჭჳ არ დაიტვირთოს და საკვების გადამუშავება არ გაუჭIრდეს. როდესაც ცხიმიან საკვებს იღებ, კუჭის ჯირკვლები გამოყოფენ საჭირო რაოდენობით მარილ მჟავას, რომ ეს ცხიმები დაშალონ. როდესაც ნაკაწრები ან წყლული ან ანთება გაქვს კუჭში, ეს მჟავა საკვებთან ერთად თავად ამ კუჭსაც ამუშავებს, ანუ კუჭI თავის თავს ინელებს. ამიტომაც რეკომენდირებულია რომ საკვების მიღებიდან 30 წუთით ადრე მიიღო გაზ გასული მინერალური წყალი, (ირაკლი ხმალაძე ლიკანს ნიშნავს). მინერალური წყალი ტუტეა და მჟავას გაანეიტრალებს, მიღებული საკვებიც თუ დიეტური იქნება ნაკლებად გამოყოფს ახალ მჟავებს კუჭი, შესაბამისად არც ჭრილობებს დაგიზიანებს მჟავები

.
ამ დროს პარალელურად უნდა იმკურნალო პრეპარატებით, გასტრიტის ერთ ერთი გამომწვევი პირობა ჰელიკობაქტერიაა. რომელიც მჟავურ გარემოში ბინადრობს. საჭიროა რომ ის მოისპოს.
გასტრიტს იწვევს აგრეთვე ცუდად დაღეჭილი საკვებიც, როგორც სუფით სავსე ქვაბში რომ ჩაყარო ქანჩ ჭანჭიკი და მოურიო და ემალს ააგლეჯავ ამ რკინებით ამ ქვაბში, ისევე დაუღეჭავი საკვები აზიანებს კუჭს შიგნიდან. შემდეგ ჰელიკო ბაქტერია (რომელიც სხვათაშორის ყევლას ყავს, ჯანმრთელსაც და ავადმყოფსაც) იბუდებს ნაკაწრებში და ავითარებს უკვე დაავადებებს.
ისე რაცდროულად მიმართავ ექიმს და იმკურნალებ, მით დროულად და კარგად გამოხვალ ამ ხათაბალიდან. თუ დაიკიდებ და შენით შეეცდები მკურნალობას, დიდი ვარიანტია რომ წყლულშI გადაიზრდი და შედეგად რამე ავბედითს დაიმართებ. მცირე ვარიანტებია, მაგრამ მაინც ხდება რომ ისეთი ემართებათ მტერს და ავს.
აგრეთვე, თუ კი დაგემართა გასტრიტი, სავარაუდოდ ალერგიული ფონიც გაგეზარდა. კარგს იზავ თუ გამოიკვლევ თავს ამ განხრითაც, იმიტომ რომ ზოგიერთ გასტროენტეროლოგიურ პრეპარატს მძიმე ალერგენები აქვს შერეული, თუ მათზე ალერგია გაქვს მძIმე რეაქციები გექნება. თანაც ალერგია და გასტრიტი დაძმანი არიან, ზოგჯერ ალერგიაც იწვევს გასტრიტს და პირიქითაც, გასტრიტი იწვევს ალერგიას.
წარმატებებს გისურვებ მკურნალობაში.