#356307 · 4 Feb 2004, 16:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Natosha djindjidrinji
QUOTE | აუ, ინდი, ნუთუ შენც ენდობი შარლატანებს? |
მე ღმერთის არსებობის დაჯერებაც მიჭირს, არათუ ამათი.
მაგრამ ერთს მივხვდი: როცა/თუ ექსტრასენსების და მცენარეების მეშვეობით სისხლის დაავადებული უჯრედების განკურნებას დავიჯერებ, ძალიან დიდი უბედურება მეწვევა...
არც თვითონ არ სჯერა ამ გოგოს, მაგრამ თავს ძალას ატანს და რომელ სულელზეც მიუთითებენ, მიდის - ხვა გზა არ აქვს. არც უფლება - ბავშვები ჰყავს, რომლებიც 5 წელია არ უნახავს (უმცროსი წლინახევრის დატოვა), სამუშაოდ იყო საზღვარგარეთ ქმართან ერთად... იმაზე არაა საუბარი, რომ განვლილი წლების უმშობლობა აუნაზღაუროს, უბრალოდ ნორმალურად მოფერების დროც არ აქვს უკვე.
მე წამლებისაც არ მჯერა. თავის ტკივილის დროს რომ ტაბლეტს ვსვამ, მირჩება, ალბათ, მხოლოდ იმიტომ რომ შთავიგონებ: ნუ, მე ახლა წამალი დავლიე და ხომ უნდა გაქრეს ტკივილი... კანჩალოვსკიმ თქვა: წამლებს ვიღებთ იმიტომ, რომ ფული ღირს!..
ექსტრასენსებს რაც შეეხება: არიან შარლატანები და არიან ფანტაზიორები. 1) პირველი კატეგორია გასაგებია - ჩემი აზრით, მოსაკრეფია და დასახრჩობი გამიზნულად ვნების მიყენების და ტყუილების გამო; 2) მეორე კატეგორია - ფანტაზიორები/მეოცნებენი/სულელები - უკეთესია: არაფერს შველიან მაგრამ ის ფაქტი, რომ თავად სჯერათ, ბევრს ნიშნავს! (ასეთები, როგორც წესი, არასოდეს იღებენ ფულს) გაჯერებენ, რომ ოპტიმისტურად განეწყო. სკეპტიკურად შეხედავ, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, თუ იმედი არაა, რომ მედიცინა გიშველის, ამ კატეგორიაში ეძებ იმედს - АВОСЬ!..
Fragile მაგ ქალის სახელი სულ 2 კვირის წინ გავიგე პირველად. და ამავე ავადმყოფი გოგოს თხოვნით გკითხეთ; მე მას არ ვეტყვი იმას, რაც აქ წავიკითხე. არც იმას ვეტყვი, რომ ის "ექსტრასენსი", რომელთანაც ოთხჯერ იყო, აღრიცხვაზეა აყვანილი, როგორც ფსიქიურად გაუწონასწორებელი (თავადაც შეამჩნია, მაგრამ ისევ ეს "იქნებ!"). არ ვეტყვი ერთი მიზეზის გამო: მოეშვება და შთაიგონებს, რომ არაა საშველი. ეს კი მართლა დასასრულია!
|