britneyაუცილებლად უნდა დალიო წყალი 2- 2,5 ლიტრი მაინც, შლაკების გამოდევნას უწყობს ხელს. მე პირადად დიეტოლოგმა მკაცრად მომთხოვა დღეში მინიმუმ 2 ლიტრის დალევა... არადა არ მიყვარს წყალი და ადრე თითქმის არ ვსვავდი. ისე მაგარია სახეც გამომიცოცხლდა, კანმა ნორმალური ფერი მიიღო. ადრე მეგონა მშრალი კანი მქონდა, თურმე გაუწყლოვნება მქონია

მოკლედ დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი ან გაზგასული მინერალური ....
* * *
1. წყლის მიღება მოქმედებს ჩვენს თვალებზეც, თუ წყალი საკმარისი რაოდენობით მიეწოდება ორგანიზმს და ჩვენი სხეული კმაყოფილია, ეს თვალებზეც აისახება და უფრო ნათელი და კრიალა ხდება ჩვენი გამოხედვა
2. კანის ელფერს აუმჯობესებს, მართალია ამისათვის არსებობს უამრავი დამატენიანებელი საშუალება – შექმნილი ჩვენი კანის ნოტიოდ შენარჩუნებისათვის, მაგრამ მათი ეფექტი წყლის ეფექტთან შედარებით არაფერია. წყალი გაცილებით უკეთ და უფრო მალე ატენიანებს ჩვენს კანს და უკეთეს ელფერს აძლევს მას.
3. უკეთესი ცირკულაციისათვის, როდესაც სხეულში ყველანაირი მოქმედება სწორად და კარგად სრულდება, რაშიც წყალი ძალიან დიდი როლს თამაშობს და ცირკულაცია მოგვარებულია – ნაოჭები უფრო გვიან ჩნდებიან და ვენებიც უფრო ნაკლებად ეტყობა ადამიანს.
4. კანის დატენიანება, არა მხოლოდ სახეზე არამედ მთლიანად მთელს სხეულზე. კანი ძალიან არის მიდრეკილი შრობისაკენ, წყალი ამას აბალანსებს იდეალურად. დალიეთ ძილის წინ 1 ჭიქა წყალი და კანი დილით გაცილებით უკეთესად იქნება მოვლილი და დატენიანებული.
5. წყალი აუმჯობესებს კონცენტრაციას – უფრო მეტად აქტიურები ვხდებით მისი დახმარებით. უკეთესადაც გვძინავს. ამიტომ სასურველია რომ წყალი შევიყვაროთ და მივაწოდოთ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით.
6. წყალი გულისთვისაც ძალიან სასარგებლოა, ერთ ერთი მამოძრავებელი სითხეა, არეგულირებს ნაწლავების კარგად მოქმედებას, და კიდევ ბევრი დამატებითი ფუნქცია აქვს ორგანიზმის შიგნიდან კარგად მუშაობისათვის – რაც მერე გარეგნულადაც შესაბამისად აისახება
7. წონის ბალანსი – წყალი ყველაზე კარგი საშუალებაა ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოსადევნად, თუ საკმარის რაოდენობა წყალს იღებთ და ცხოვრებაშიც აქტიური ადამიანი ხარ – და მსუნაგობით არ გამოირჩევი წონის პრობლემამ წესით არ უნდა შეგაწუხოს არასოდეს