#551953 · 9 Jul 2004, 16:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ პოსტის განმავლობაში მეც დამემართა ერთი კაი ტახიკარდია თანაც პაროქსიზმული. მოკლედ 1 დღე მეთქი თავისიტ გამივლის მარა ბოლოს გულის უკმარისობის და დაბალი წნევის გამო დამეწყო გულის რევა. დარეკეს ჩემებმა კარდიოექსპრესში 15 წუთი მცდელობების შემდეგ და ყველა მანქანა ახლა გასულიაო და 15-20 წუთში კიდე სცადეთო დარეკვა (მაგათი დედა "beep"!!!). ბოლოს 222222 მოვიდა და ექიმმა კარდიოგრამა რო გადაიღო კინაღამ ისიც გახდა სასწრაფოთი წასაყვანი. წნევა საერთოდ ვერ გამიზომა. სად გინდაო ახლა წაგიყვანოთო მე-9-ეში თუ ლეჩ-კომბინატში? მე რაც მახსოვდა მე-9-ში დაბრედილი ნაცნობები "მაგ მორგში რა მინდა მეზთქი", წამიყვანეს ლეჩ კომბინატში (ვაკეში) და იქ გამიკეთეს რაცხა ნემსები და წვეთოვანა დამიდგეს ნახევარლიტრიანი და (ხო რო მიმიყვანეს აპარატმა პულსი ანახა 230!!!) მოკლედ 15 წუთში მომიხსნეს და პულსიც 80 გახდა. კაი წავალ მეთქი ახლა სახში მარა არაო კარდიოგრამა ნიტო გაქვსო. 3 დღე იქ ვიწექი მისხავდნენ კალიუმის ქლორიდს ნახეს ექოზე გულიც და ჩიყვიც მარა ყველაფერი ნორმაში იყო კარდიოგრამის გარდა. ბოლოს სტუდენტებისთვის აიღეს ეს შემთხვევა უნდა ვანახოთო და გამიშვეს სახლში. თან რაცხა ვერაპამილი დამინიშნეს და 10 დღეში ისევ მოდიო. აუ რა იმედები მქონდა ახლა შემდეგ კარდიოგრამებს გავყიდი მეტქი როგორც უნიკალურებს თქო მარა 10 დღეში რო მივედი გამოსწორებული იყო ყველაფერი. აი ასე. ახლა არც დალება არც ნერვიულობა და არც ყავა და ასე შემდეგ არ შეიძლება და ვარ ცარიელა ლიმონათებზე.
This post has been edited by ნიკა on 9 Jul 2004, 16:49
--------------------
სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა
|