ეხლა ერთ საავადმყოფოზე(ნუ, პრინციპში, არც ეთქმის საავადმყოფო) მინდა ვთქვა 1-2 სიტყვა...

3 დღის წინ სამსახურში გავხდი ცუდად, ნუ მუცელი ამტკივდა, მოგვიანებით ტკივილმა ილიოცეკალურ მიდამოში გადაინაცვლა და მივვარდი ექიმთან(ერთი სამხრეთ აფრიკელი ტიპი გვყავს)... იმან გამსინჯა, პალპაცია და რამე... ხოდა დაასკვნა ეგრევე აპენდიციტის კლასიკური შემთხვევააო და გამოიძახა სასწრაფო თბილისში ჩემს წასაყვანად(სასწრაფო აქაც კია, მარა ის რო გავიდეს ტერიტორიიდან მუშაობა გაჩერდება

). სანამ Ambulance მოვიდოდა ერთი რინგერიც ჩამასხა(მგონი საოპერაციოდ მამზადებდა უკვე ეგ ჩემისა)!! მოვიდნენ ისინი საათნახევარში(60-ზე მეტი კილომეტრია მაინც..) და გამაქანეს..
მიმიყვანეს MediClubGeorgia-ში... აქ იმიტომ, რომ BTC Pipeline-ს ამათთან აქვს კონტრაქტი და დამაწვინეს! პირობები ძააან მაგარი იყო, მომსახურება 5-ზე, ჭამა, ტელევიზორი, კომფორტი... თანაც ყველაფერი უფასოდ!!! მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, რომ წამოსვლა არც მინდოდა, ტკივილიც გაქრა, რატომღაც... მივხვდი რო აპენდიციტი არ იყო რა, მით უმეტეს რო პირველი რასაც საქართველოში გვასწავლიან ბლუმბერგია და ეგ უარყოფითი იყო!! მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ აპენდიციტი არ მქონდა და სავარაოდოდ მოწამვლა იყო, სავარაუდოდ ალკოჰოლური(ნუ გაზები და ამბავი, თავისთავად)... ეს დიაგნოზი განსაკუთრებით სარწმუნოა იმის გათვალისწინებით, რომ წინა დღეს... არა, წინის წინა დღეს კაპიტალურად გავტყვერი რაღაც Noname არყით

ახლა კი ყველაზე საინტერესო - ექიმები!! თავიდან გამსინჯა ორმა უცხოელმა(პერუელმა და ინდოელმა).. პატარა ანამნეზი შეაგროვეს, ისევ პალპაცია, აუსკულტაცია... და ძლივს არ ჩეამჩნიეს ცოტა არანორმალური პერისტალტიკა?!... ხოდა იმათმა, დამამშვიდეს, არაფერია ალბათ სერიოზულიო, მარა მაინც სისხლის ანალიზს და ორალურ-რექტალური

ტრემპერატურების სხვაობის შემოწმების შემდეგ გეტყვითო... ორალური ტემპერატურა ნორმაში იყო, რექტალური - არ ვიცი

იმიტო რო 37.4 ცელსიუსზე ბავშვობაში დამუღამებული მეთოდით ავწიე

და სანამ ანალიზის პასუხი იქნებოდა შემოვიდა დიადი "ქართველი ქირურგი"... ესა და ეს ვარო(თითქოს ძაან ვიცოდი!!) და დამიწყო გასინჯვა - 5-6-ჯერ მაინც თქვა კლასიკური აპენდიციტიაო!!
- აქ გტკივა, - მაწვება მუცელზე
- არა!
- და აქ, - კიდე უფრო მაწვება
- არა!
- ...ჰმ, და აქ? - ხოდა ისე დამწვა ხელით, ხერხემალი ვიგრძენი ჭიპთან და კინაღამ გული შემიწუხდა... ეს რო შეამჩნია:
- აჰაააა, აპენდიციტის კლასიკური შემთხვევააო - თქვა და გავიდა!
მერე მოვიდა, ისევ ის პრუელი და პასუხი მოიტანა - სისხლში ყველაფერი რიგზეაო და მაინც დილამდე აქ დარჩი და წადიო. ერთი გლუკოზაც შემიერთეს და გავიდა...
... მერე მოვიდნენ ქართველი ექიმები, ორნი იყვნენ! იმათაც დამიწყეს ზელა და ჭყლეტა!! თავი სულ აქეთ-იქით აქიცინეს და ღრმად ჩაფიქრებულები გავიდნენ!! გზაში დავაწიე - იმან თქვა არაფერი გჭირსო! იმათმა - რავიცი, ვნახოთო!.. მოკელდ, ეტყობა ის ვერ დაარწმუნეს და ასე გადავრჩი სრულიად არასაჭირო ოპერაციას!! მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ბევრ ქართველ ქირურგს ოპერაციების მანია ჭირს!!... თანაც ეს ხომ არაა ერთეული შემთხვევა... ვიქნებოდი ერთ იმ მრავალთაგანი, ვინც გაჭრეს და "ჰმ, ნახე, აპენდიქსზე წვეთი ჩირქი არაა და რაღაც, ანთებისაც არაფერი უგავს... რა ვქნათ?!"... "მმმმმმ, ამოვჭრათ, რა მიდის ჩვენი?!"
...მაშ, რა საჭიროა გზა, თუ ის ტაძრამდე არ მიმიყვანს?... Wait! Something is happening!
rastatales.blogspot.com
www.last.fm/user/michinio