#40935130 · 14 May 2014, 23:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თვითონ ნიუ ჰოსპიტალი ძალიან მომწონს, ძალიან კარგი პირობებია, ეტყობა რომ მენეჯმენტი თავს აკლავს და ცდილობს ცივილიზებული ქვეყნის შესაფერისი სერვისი შექმნას. სადგომიდან რომ გავდიოდი მანქანით, საფასური (2 ლარი) გადავიხადე და თანამშრომელმა გამაფრთხილა - ჩეკი არ გადააგდოთ, მთელი დღე მოქმედებსო. პატარა დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი.
აქამდე რამდენჯერაც ვიყავი - მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები დამხვდნენ, არც ერთი დანიშნულება არ გამიხდა დასაკორექტირებელი ან შესაცვლელი, სხვა სპეციალისტებიც ადასტურებდნენ მათ სისწორეს და ექიმების მაღალ რეპუტაციას (გადამოწმება მჩვევია).
მაგრამ ეს ბოლო რაღაც ამოვარდნილი აღმოჩნდა ტენდენციიდან - არაპროფესიონალი როგორც ექიმი, და არაადექვატური როგორც ადამიანი.
იმედია, მენეჯმენტი დროზე შეამჩნევს ამ ამბავს, მართლა ბევრს შრომობენ რომ კარგი კლინიკა შექმნან და ასეთ ხალხს რეპუტაცია არ უნდა შეალახინონ.
--------------------
აუ გუდრონის წვიმა წამოვიდეს რა :( კონდორებმა მინდა რო დაჩიჩქნონ ყველა ეს იდიოტი წარმონაქმნი :( აი ძალიან მინდა © Le Roi
|