tekla
პოსტკომუნიკაცია

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7854
წევრი No.: 103
რეგისტრ.: 20-May 01
|
#22234852 · 27 Oct 2010, 15:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განცალკავებული კვების წესები 1.არ შეიძლება ნახშირწყოვანი და მჟავე საკვების მიღება ერთად. არ ჭამოთ პური, კარტოფილი, ბარდა, მარცვლოვანი, ბანანი, ფინიკი და სხვა ნახშირწყლოვანი საკვები ლიმონთან, ფორთუხალთან, გრეიფრუტთან, ანანასთან, პომიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებთან ერთად. 2.არ შეიძლება ნახშირწყოვანი და ცილოვანი საკვების მიღება ერთად. არ ჭამოთ პური, კარტოფილი, ტკბილი ხილი და სხვა ნახშირწყლოვანი საკვები ნიგოზთან, ხორცთან, კვერცხთან, ყველთან სხვა ცილოვან საკვებთან 3.არ შეიძლება ორი სხვადასხვაგვარი ცილიეს მიღება ერთად არ ჭამოთ ერთად ხორცი და კვერცხი,ან ნიგოზი და კვერცხი, ან ნიგოზი და ყველი, ან ყველი და კვერცხი და ა. შ. 4.არ შეიძლება ცილების და ცხიმების ერთად ჭამა არ ჭამოთ ნაღები, კარაქი, ზეთი ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილებთან. 5.არ შეიძლება მჟავე ხილის ცილებთან ერთად ჭამა არ ჭამოთ ლიმონი, ფორთოხალი გრეიფრუტი და ა.შ. ხორცთან კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და ა.შ. 6.არ შეიძლება სახამებლისა და შაქრის ერთად მიღება არ შეიძლება ჯემის, მურაბის თაფლის მიღება პურთან, კარტოფილთან და სხვა სახამებელთან. 7.არ შეიძლება ორი სხვადასხვაგვარი სახამებლის მიღება ერთად 8.არ შეიძლება გოგრის მიღება სხვა პროდუქტთან. არ შეიძლება საზამთროსა და ნესვის სხვა პროდუქტებთან ერთად მიღება. 9.არ შეიძლება რძის სხვა პროდუქტებთან ერთად მიღება, ხოლო მოუნელებლობის შემთხვევაში უმჯობესია რძის სხვა რძის პროდუქტებით შეცვლა. 10.არ შეიძლება წყლის დალევა ჭამის შემდეგ 2-3 სთ-ის განმავლობაში, ხოლო ჭამამდე 1 სთ-ით ადრე შეიძლება წყლის დალევა.
კვების პროდუქტების კლასიფიკაცია
ხორცი, ფრინველი, თევზი
ხორცი, ფრინველი და თევზი აუცილებლად ცხიმგამოცლილი, მჭლე უნდა იყოს. ამ პროდუქტების დამუშავებისას საჭიროა მთელი შიდა ცხიმის მოცილება. ყველა სახეობის ხორცი თავსებადია მწვანე და უსახამებლო ბოსტნეულთან, რადგანაც ასეთი კომბინაცია ცხოველური ცილების მავნე თვისებებს ანეიტრალებს, ორგანიზმს მათ გადამუშავებაში ეხმარება და ასევე, სისხლიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოძევებას უწყობს ხელს. ცხოველური ცილებისა და ალკოჰოლის კომბინაციას ორგანიზმისთვის დიდი ზიანი მოაქვს, რადგან ალკოჰოლი იწვევს იმ პეფსინების დალექვას, რაც ცხოველური ცილების გადამუშავებისთვისაა აუცილებელი.
პარკოსანი, მარცვლეული
ესაა ლობიო, სოიო, ბარდა, ოსპი და სხვა პარკოსნები. პარკოსანი მარცვლეულის სხვა პროდუქტებთან თავსებადობის თავისებურებანი, მათი ორმაგი ბუნებით აიხსნება. როგორც სახამებელი, ისინი კარგად შეეფერება ცხიმებს, განსაკუთრებით, იოლად ასათვისებელ მცენარეულ ზეთსა და არაჟანს; ხოლო როგორც მცენარეული ცილების წყარო, კარგ კომბინაციას ადგენს მწვანილსა და სახამებლიან ბოსტნეულთან.
მცენარეული ზეთი
მცენარეული ზეთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუ ის გამოიყენება ყველთან ერთად და არარაფინირებული სახით.
შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი
ესაა შაქარი, ჯემი, მურაბა, სიროფები. შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის მოხმარებას უნდა მოვერიდოთ, რადგან შაქარი კუჭის წვენის სეკრეციას აფერხებს. მისი გადამუშავებისთვის არ არის საჭირო არც ნერწყვი და არც კუჭის წვენი – ათვისება უშუალოდ ნაწლავებში ხდება. თუ ტკბილეულობას სხვა საკვებთან ერთად იღებენ, ის კუჭში დიდხანს ჩერდება, დუღილს იწყებს და გარდა ამისა, კუჭის მოქნილობას ასუსტებს. მჟავიანობა, კუჭის წვა - ამ პროცესის შედეგებია. თაფლი შაქრიან პროდუქტებს არ ეკუთვნის, რადგან ის უკვე გადამუშავებულია ფუტკრების საკვების მომნელებელი აპარატის მიერ, სისხლში შეიწოვება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ და ამასთან, არ ტვირთავს ღვიძლს და ორგანიზმის არც ერთ სხვა სისტემას.
პური, ბურღულეული, კარტოფილი
სახამებლიანი პროდუქტები: ხორბალი, ჭვავი, შვრია და მათი პროდუქტები (პური, მაკარონი, ვერმიშელი და სხვ.). ბურღულეული: წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი და სხვ. სახამებლით მდიდარ ყველა პროდუქტს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან სახამებელი, თავისთავად, სუფთა სახით, მეტად მძიმედ ასათვისებელი პროდუქტია. ცხოველური ცხიმებისა და სახამებლიანი პროდუქტების კომბინაციის აკრძალვა – განცალკევებული კვების პირველი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია. პური ცალკე კერძად მიიჩნევა (მაგალითად, კარაქთან) და არა ყველანაირი საკვების აუცილებელ დანამატად. თუმცა გაუწმენდავი, მთლიანი ხორბლისგან დამზადებული პურის მირთმევა შესაძლებელია სხვადასხვა სალათებთან, მათი შემადგენლობის მიუხედავად.
მჟავე ხილი, პომიდორი
მჟავე ხილს მიეკუთვნება: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი, ანანასი, ბროწეული, ლიმონი, კივი. ასევე, მჟავე ვაშლი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, ყურძენი. პომიდორი მჟავების – მაღალი შემადგენლობით ყველა ტიპის ბოსტნეულისგან გამოირჩევა.
ნახევრადმჟავე ხილი
ნახევრადმჟავე ხილი: მოცვი, მარწყვი, ჟოლო, ხენდრო. ასევე, ტკბილი გემოს: ვაშლი, ბალი, ქლიავი, ყურძენი, გარგარი, ატამი.
ტკბილი ხილი, ჩირები
მისაღებია მათი კომბინაცია რძესთან და ნიგოზთან, თუმცა, მცირე ოდენობით, რადგან ეს `წყვილი~ მძიმე მოსანელებელია. უმჯობესია ნებისმიერი სახის - მჟავე და ტკბილი ხილი არაფერს მიაყოლოთ, რადგან მათი ათვისება ნაწლავებშივე ხდება. ხილი ჭამამდე არაუადრეს 15-20 წუთისა უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით მკაცრია ეს წესი საზამთროსთან და ნესვთან მიმართებაში.
მწვანე და უსახამებლო ბოსტნეული
ამ რიგს მიეკუთვნება ყველა საკვები მცენარის ზედა ნაწილი (ოხრახუში, კამა, ნიახური, ბოლოკისა და ჭარხლის ფოჩი), სალათი, `სუფრის~ მწვანილი, ასევე, თეთრი კომბოსტო, მწვანე და თავიანი ხახვი, ნიორი, კიტრი, ბადრიჯანი, ბულგარული ტკბილი წიწაკა, მწვანე ბარდა. ბოლოკი, მიწამხალა ან თალგამურა და თალგამი `ნახევრადსახამებლიანი~ ბოსტნეულის სახეებია, რომლებიც სხვადსხვა პროდუქტებთან კომბინაციების შედგენისას უფრო მეტად მწვანე და უსახამებლო ბოსტნეულს განეკუთვნება.
სახამებლიანი ბოსტნეული
ამ კატეგორიას განეკუთვნება: ჭარხალი, სტაფილო, პირშუშხა, ოხრახუშისა და კამის ძირები, გოგრა, ყაბაყი და პატისონი, ფერადი კომბოსტო. ბოსტნეულის ამ ტიპებისა და შაქრის კომბინაცია კუჭში ძლიერ დუღილს იწვევს, დანარჩენ პროდუქტებთან თავსებადობა კი კარგი ან მისაღებია.
რძე
რძე ცალკე საჭმელია, და არა სასმელი. კუჭში მოხვედრისას რძე მჟავე სითხის ზემოქმედების ქვეშ უნდა მოექცეს. თუ კუჭში სხვა საკვებიცაა, რძის ნაწილაკები მათ გადაეკვრება და კუჭის წვენისგან იზოლაციაში მოაქცევს. და სანამ რძე არ გადამუშავდება, საკვებიც კუჭში რჩება და ლპება, რაც საბოლოოდ საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს.
ხაჭო, რძის პროდუქტები
ხაჭო ძნელადმოსანელებელი, სრულფასოვანი ცილაა.
ყველი, ბრინზა
ყველაზე მისაღები ყველი – ესაა ახალგაზრდა, შინაური ყველი, რომელიც რაღაც საშუალოა ხაჭოსა და ყველს შორის. მდნარი ყველი არაბუნებრივი, მნიშვნელოვნად გადამუშავებული პროდუქტია. ბრინზა – სასარგებლო ცილოვანი პროდუქტია, თუმცა, მას ზედმეტი მარილის მოსაცილებლად ცივ წყალში დალბობა სჭირდება.
კვერცხი
კვერცხი არც ისე ცუდია: მისი კომბინაცია მწვანე და უსახამებლო ბოსტნეულთან ცილაში ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მიერ მოტანილ ზიანს ანეიტრალებს.
ნიგოზი
ნიგოზი ცხიმების შემცველობით ყველის ტოლფასია, თუმცა, ყველი ცხოველურ ცხიმს შეიცავს, ნიგოზი კი იოლადმოსანელებელ მცენარეულ ცხიმებს.
აიურვედა, კვების ძირითადი წესები
ყველასათვის ცნობილია რომ სწორი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. არასწორი კვების გამო ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი ორგანიზმში, ჩნდება არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში და ჩნდება ზედმეტი წონა. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა: “ მიეცით საშუალება თქვენს საკვებს იყოს თქვენი მედიცინა.“
სწორი კვების რამდენიმე ძირითადი წესი აიურვედას მიხედვით:
1. ჭამეთ მშვიდ და წყნარ გარემოში. ჭამის დროს თქვენ არ უნდა მუშაობდეთ, კითხულობდეთ, უყურებდეთ ტელევიზორს ან იჯდეთ კომპიუტერთან. თუ ჭამისას თქვენი ყურადღება იქნება მიმართული საკვებზე, მაშინ საჭმლის მონელება გაუმჯობესდება. გახსოვდეთ რომ თქვენს ყურადღებაზე ბევრი ა დამოკიდებული. თუ ჭამთ მშვიდი და გაწონასწორებული ყურადღებით, მაშინ მომნელებელი „ცეცხლი“ თანაბარი და მშვიდია. თუკი თქვენი ყურაღება გადართულია სხვა რამეზე მაშინ საჭმლის მონელება ცუდად მიმდინარეობს.
2. მიიღეთ საკვები ერთდაიგივე დროს თუ თქვენ ყოიველდღე იკვებებით ერთდაიმავე დროს, მაშინ თქვენი საჭჭმლის მომნელებელი სისტემა ეჩვევა მუშაობას ასეთ რეჟიმში და საკვებ ავტომატურად და საგულდაგულოდ ამუშავებს. არეული კვების განრიგი არასასურველად მოქმედებს ფსიქოფიზიკურ სისტემაზე რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას.
3. ყოველთვის ჭამეთ დამჯდარმა. რაც არ უნდა მსუბუქი იყოს კვება მაინც მაგიდას უნდა მიუჯდეთ და არ უნდა მიირთვათ ფეხზე დგომისას. ეს მოგეხმარებათ ყურადღების კვებაზე გადატანაში და შესაბამისად კარგად მონელებაში.
4. არ მიიღოდ საკვები როდესაც ცუდ გუნებაზე ხართ როდესაც ჭამთ შფოტის ან სიბრაზის შემთხვევაში თქვენი ყურადღება გაფანტულია. ეს კი ასუსტებს საჭმლის მონელების პროცესს. ეს ასუსტებს საჭმლის მომნელებელ „ცეცხლს“ და შედეგად გროვდება „ამა“(ამა-სანსკრიტულ ენაზე ნიშნავს გადაუმუშავენბელი საკვების ნარჩენებს, რაც შემდგომ ტოქსინებში და შლაკებში გარდაიქმნება.) ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მოიცადოთ რამოდენიმე წუთი სანამ არ იგრძნობთ რომ დამშვიდდით და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით კვების პროცესს. გარდა ამისა კვების დროს უნდა მოერიდოთ კამათს და უსიამოვნო საუბარს, რამაც შეიძლება დაძაბულობა და გაღიზიანებულობა გამოიწვიოს.
5. ჭამეთ ზუსტად დანაყრების შეგრძნებამდე. მიღებული საჭმლის რაოდენობა მნიშვნელოვანია მონელებისთვის. აიურვედა გვასწავლის რომ, უნდა ვჭამოდ იმდენი რომ ჭამის შემდეგ კიდევ შეგვეძლოს საკვების მიღებაა ანუ უნდა შეივსოს კუჭის მხოლოდ სამი მეოთხედი მეოთხედი ნაწილი. მიღებული საკვების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ნორმის გადაჭარბება ცეცხლის ჩაქრობას ჰგავს ბენზინის დასხმით. როდესაც კუჭი მაქსიმალურად არის შევსებული, მთლიანი საკვების მონელება ვერ ხერხდება, თითქოს მომნელებელ ცეცხლს აღარ რჩენა ადგილი მონელებისთვის.ასე რომ უნდა დავამთავროთ კვება როგორც კი დანაყრების შეგრძნებას ვიგრძნობთ და არა სიმძიმის ან გადავსებულობის შეგრძნებას. მაშინ თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში დარჩება ადგილი , რაც ფერმენტებს საშუალებას მისცემს უკეთესი ფუნქციონირებისთვის.
6. მოერიდეთ ცივ საკვებს და სასმელებს. ყველანაირი ცივი საკვები და სასმელი აქრობს მომნელებელ ცეცხლს. სამწუხაროდ ბევრ ადამიანს აქვს ჩვევა ჭამის შემდეგ ცივი სასმელების დაყოლება. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ამ ჩვევის მოშლა ძნელია, მაგრამ თუ 1-2 კვირის განმავლობაში ამ წესს დაიცავთ მაშინ ორგანიზმს აღარ ექნება ამის მოთხოვნილება და თავსაც გაცილებიტ უკეთ იგრძნობთ. შენიშვნა: დიეტოლოგიაში ცივად ითვლება წყალი უკვე 20 გრადუს C-ის ქვემოთ. (ამის შესახებ იხილეთ თემა)
7. არ ისაუბროთ ჭამისას. როდესაც ჭამთ თქვენი გრძნობები უნდა იყოს თქვენს შიგნით მიბყრობილი რათა დატკბეთ საკვების გემოთი, ფორმით და არომატით. არ ისაუბროთ საკვების ღეჭვისას.
8. ჭამეთ დინჯად. სწრაფი ჭამა ხელს უშლის მონელების პროცესს, ამიტომ არ იჩქაროთ და ნელა მიირთვით. სიჩქარეში ჭამა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ სწრაფი ჭამით დროის ეკონომიას გააკეთებთ, მაგრამ არასწორი კვებით გამოწვეული დაღლილობის შეგრძნება გაცილებით მეტ დროს დაგაკარგვინებთ. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ კვების საკითხს.
9. არ ჭამოთ არაფერი მანამ სანამ თქვენი წინა საკვები არ იქნება მონელებული. თუ თქვენ მიიღებთ საკვებს იმ დროს როდესაც წინა არ არის მონელებული, მაშინ ხელს შეუწყოფთ ნარჩენების წარმოშობას.
10. ჭამის შემდეგ იჯექით მშვიდად რამდენიმე წუთი. ამ შემთხვევაში საჭმლის მონელების პროცესი დაიწყება ადვილად და თავისუფლად.
--------------------
Если ты не знаешь, чего хочешь, - ты в итоге останешься с тем, чего точно не хочешь! -- 'To be is to do' — Socrates. 'To do is to be' — Jean-Paul Sartre. 'Do be do be do' — Frank Sinatra :)
|