კი, კაცობრიობამ მოაღწია (თუმცა კეისარი, სწორედ საკეისროთი გაჩნდა

), მაგრამ იმავე კაცობრიობამ ბევრი ქალი სწორედ მშობიარობის დროს დაკარგა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ არსებობს საკეისროს 100%-ანი ჩვენებები, როცა მშობიარობა საკეისროს გარეშე ფიზიკურად არ მოხდება და ქალიც და ბავშვიც დაიღუპება. მაგალითად, ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობისას, რომლის მობრუნებაც ვერ მოხერხდა და მრავალი სხვა.
ასეთ შემთხვევაში იმის თქმა, რომ ცოლს არ მისცემ საკეისროს გაკეთების უფლებას, მისთვის (ცოლისთვის) სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ამიტომ, სანამ დაქორწინდებით, ალბათ ჯობია უთხრათ თქვენს მომავალ მეუღლეებს თქვენი სურვილის შესახებ და მათ გადაწყვიტონ, თქვენი ცოლობა მათთვის სიცოცხლეზე მეტია თუ არა

ფიზიოლოგიური მშობიარობა რომ "ფიზიოლოგიურად" წარიმართოს, მომზადებაა საჭირო. ამერიკაში არსებობს სპეციალური "სკოლები" ფეხმძიმე ქალებისათვის, სადაც ისინი მეუღლეებთან ერთად დადიან. იქ ასწავლიან სწორად სუნთქვას, სპეციალურ ვარჯიშებს, ბავშვისთვის დაიპერის გამოცვლას და ა.შ.
მშობიარობას მეუღლე (და ოჯახის სხვა წევრებიც) ესწრება (ბევრ შემთხვევაში ფოტო ან ვიდეოკამერით) და სურვილის შემთხვევაში, ჭიპლარის გაჭრაც შეუძლია.
ფიზიოლოგიური მშობიარობა "ავტომატურად" ტკივილს არ ნიშნავს, ანუ სურვილის შემთხვევაში ფართოდ გამოიყენება გაუტკივარება

.