თავის ტკივილებიპირველადი თავის ტკივილიტიპი: წნევით გამოწვეული თავის ტკივილიმექანიზმი: უცნობია
ლოკალიზაცია: შეიძლება ორმხრივად გენერალიზდეს ან ლოკალურად იყოს თავის უკანა მხარეს და კისრის ზემო ნაწილში ან შუბლ-საფეთქლის მიდამოში
ხარისხი და სიმძიმე: ზეწოლითი ან მოჭერითი ხასიათის; მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის
დასაწყისი: თანდათანობითი
ხანგრძლივობა: ცვალებადია, შეიძლება გაგრძელდეს საათები ან დღეები
მიმდინარეობა: ხშირად მორეციდივე (განმეორებითი) ან ხანგრძლივი
ასოცირებული ფაქტორები:ზოგჯერ სინათლის შიში, ხმაურის შიში; გულისრევა არ არის
გამომწვევი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები: კუნთების ხანგრძლივი დაჭიმულობა (მაგ: მანქანის ტარება ან ბეჭდვა)
შემამსუბუქებელი ფაქტორები: შესაძლოა მასაჟი, მოდუნება
ტიპი: შაკიკიმექანიზმი: პირველადი ნეირონული დარღვევაა, შესაძლოა ღეროვანი წარმოშობის. იწვევს ნეიროტრანსმიტერების ამგზნებ და შემაკავებელ მოქმედებას შორის დისბალანსს და აზიანებს თავის ტვინის სისხლძარღვების მოდულაციას
ლოკალიზაცია: 70%-ში ცალმხრივია, 30%-ში-ორმხრივი შუბლის ან საფეთქლის არეში
ხარისხი და სიმძიმე: პულსირებადი ან ძლიერი ხასიათის, სხვადასხვა სიმძიმის
დასაწყისი: ძალიან სწრაფი, პიკს აღწევს 1-2 საათში
ხანგრძლივობა: 4-72 სთ
მიმდინარეობა: ხშირად იწყება ბავშვობისა და ადრეული მოზრდილობის პერიოდს შორის. მამაკაცებში სიხშირეა დაახლ.6%, ქალებში-15%. ჩვეულებრივ, განმეორებითია, კვირების ან თვეების ინტერვალებით
ასოცირებული ფაქტორები: ხშირია გულისრევა და ღებინება. პაციენტთა მცირე ნაწილს აღენიშნება მხედველობის ან ნევროლოგიური დარღვევები
გამომწვევი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები: შეიძლება პროვოცირდეს ალკოჰოლით, გარკვეული სახის საკვებით ან წნევით. უფრო ხშირია პრემენსტრუალური. იზრდება ხმაურსა და კაშკაშა სინათლეზე
შემამსუბუქებელი ფაქტორები: სიწყნარე, ჩაბნელებული ოთახი. ზოგჯერ, მიმდინარეობის დასაწყისში, გარდამავალი შვება არტერიაზე ზეწოლით
ტიპი: კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილიმექანიზმი: უცნობია - შესაძლოა ექსტრაკრანიული ვაზოდილატაცია, რომლის მიზეზი ნევროლოგიური დარღვევაა, თანმხლები ტრიგემინოვასკულური ტკივილით
ლოკალიზაცია: ცალმხრივი. ცხვირის ზედა ნაწილი, თვალის უკან და გარშემო
ხარისხი და სიმძიმე: მუდმივი, მძიმე
დასაწყისი: უეცარი. პიკს აღწევს წუთებში
ხანგრძლივობა: 3 საათზე მეტი
მიმდინარეობა: ეპიზოდური, ჩვეულებრივ, ჯგუფდება დროთა განმავლობაში - რამდენიმე დღე 4-8 კვირის განმავლობაში და შემდეგ შვება 6-12 თვის განმავლობაში. გავრცელება 1%-ზე ნაკლები. უფრო ხშირია მამაკაცებში
ასოცირებული ფაქტორები: ცრემლდენა, ცალმხრივი რინიტი, თვალების სიწითლე, ფტოზი, ქუთუთოს შეშუპება, კონიუქტივის ინფექცია
გამომწვევი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები: შეტევის პერიოდში ალკოჰოლის მიმართ მგრძნობელობა შეიძლება გაიზარდოს

დღეს გადავხედე ამეებს და... მევთქვი აქაც დავწერ, იქნებ ვინმეს დააინტერესოს თქო...

დანარჩენებს მერე დავამატებ
This post has been edited by mtvareuli on 1 Nov 2007, 03:04