ავადმყოფებისათვის დავდებ გარკვეულ ინფორმაციას თავის ტკივილზე, რაც უნდა იცოდეს ალბათ მათ, ვისაც თავის ტკივილები აწუხებს. თავის ტკივილი არის ძალიან ხშირი პრობლემა. როცა ავადმყოფი მიდის ექიმთან თავის ტკივილით, ექიმის პირველი მოვალეობაა დაადგინოს
თავის ტკივილის მიზეზი ავთვისებიანია (და შესაბამისად გადაუდებელ დიაგნოზს და მკურნალობას მოითხოვს) თუ კეთილთვისებიანია (და შესაბამისად არ ჭირდება გადაუდებელი დიაგნოზი და მკურნალობა). აქედან გამომდინარე თავის ტკივილი შეიძლება პირობითად 2 ჯგუფად დავყოთ: 1) ავთვისებიანი თავის ტკივილი, რომლის გამომწვევი მიზეზები მოითხოვს გადაუდებელ დიაგნოზს და მკურნალობას. სიტყვა ავთვისებიანი არ მიუთითებს იმას, რომ ტკივილის მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნეა. ძალიან ხშირად მიზეზი შეიძლება იყოს დაავადება, რომელიც ადვილად იმკურნება. მაგალითად, მენინგიტი, ენცეფალიტი (ამის სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს), თავის ქალას სიმსივნეები (ავთვისებიანიც და კეთილთვისებიანიც), თავის ტვინში და ტვინის გარშემო სისხლჩაქცევები (ე.წ. ინტრაკრანიალური და ეპიდურულ/სუბდურული სისხლჩაქცევები) და კიდევ რამოდენიმე სხვა 2) კეთილთვისებიანი თავის ტკივილები, რომელშიც შედის ის ფორმები, რაც გამოწვეულია ისეთი დაავადებებით როგორიც არის შაკიკი, სტრესის თავის ტკივილები, კლასტერული თავის ტკივილები, ტრავმის შემდგომი თავის ტკივილები, ტრიგემინალური ნევრალგია, ტემპორომანდიბულარული სახსრის პრობლემები, სინუსიტები და ა.შ.
ექიმი, იმისათვის რომ ამ უამრავი დიაგნოზებიდან გამოარჩიოს ეს ორი ძირითადი ჯგუფი, დაწვრილებით გამოკითხავს ავადმყოფს, გაუკეთებს დაწვრილებით ნევროლოგიურ გასინჯვას და დანიშნავს რამოდენიმე ტესტს, თუ ასეთი ტესტების ჩვენება არსებობს. თვითონ თავის ტკვილის დაიგნოზისათვის ბევრი ინფორმაცია გამოიყენება და ბევრ რამეზეა დამოკიდებული (მაგალითად ავადმყოფის ასაკზე, სქესზე, სამუშაოს ტიპზე, გენეტიკურ ისტორიაზე და ა.შ.).
აქედან გამომდინარე, თავის ტკივილის დიაგნოზის დასმა ინტერნეტით შეუძლებელია. აქ შემიძლია უბრალოდ მივუთითო ისეთ ნიშნებზე, რომელიც გამოყოფს სერიოზულ დაავადებებს არასერიოზული დაავადებებისაგან. ექიმთან მისვლა
აუცილებელია, თუ თავის ტკივილებია მწვავეა (ანუ ახალი დაწყებულია და ადრე მსგავის ტკივილები არ ქონია) და:
1) ავადმყოფს უცებ ეწყება თავის ისეთი ძლიერი ტკივილი, რომელიც ცხოვრებაში არ ქონია;
2) ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ თავის ტკივილთან ერთად ავადმყოფს აქვს მაღალი სიცხეები, ძილიანობა, აზროვნების შეცვლა (ქართულად ბოდვებს რომ ვეძახით

);
3) თუ თავის ტკივილებს ახლავს ნევროლოგიური სიმპტომები (მხედველობის შეცვლა; სმენის შეცვლა; მეტყველების შეცვლა; ცალმხირივი სისუსტე; წონასწორობის პრობლემები);
თუ თავის ტკივილები ქრონიკულია (ანუ რამოდენიმე კვირა, თვე ან წელი აქვს ავადმყოფს)), მაშინ ექიმთან მისვლა აუცილებელია თუ:
1) თავის ტკივილები თანდათან ძლიერდება დროთა განმავლობაში;
2) თუ თავის ტკივილები არ იხსნება ისეთი ანალგეტიკებით, როგორიც არის ტაილენოლი და იბუპროფენი;
3) თუ თავის ტკივილებს ახლავს ნევროლოგიური სიმპტომები (მხედველობის შეცვლა; სმენის შეცვლა; მეტყველების შეცვლა; ცალმხირივი სისუსტე; წონასწორობის პრობლემები);
4) თუ თავის ტკივილები იწყება ხველის შემდეგ (ხველის შემდეგ, და საერთოდ დაჭიმვის შემდეგ, თავის ტკივილები ძალიან ხშირია ნორმალურ ადამიანებშიც და ამ ადამიანების 95 პროცენტზე მეტს პრობლემა არ აქვს, მაგრამ მცირე პროცენტს შეიძლება ქონდეს სიმსივნე და ამის გამო არის ასეთი რჩევა მისაღები);
თავის ტკივილების დროს ექიმთან მისვლა არ არის აუცილებელი, თუ ტკივილის დიაგნოზი უკვე გაკეთებულია და ავადმყოფს მსგავსი ტკვილები აქვს. ასეთ ტკივილებს მიეკუთვნება მაგალითად შაკიკი, კლასტერული ტკივილები, სტრესის ტკვილები. ასეთ შემთხვევაში (ანუ როცა უკვე დიაგნოზი დასმულია) ექიმი უკვე ბევრ რამეს ვერ გააკეთებს. უნდა სინჯოს სხვადასხვა მკურნალობა და ან ნახავს ავადმყოფისათვის შესაფერის წამალს, ან ვერა.
მწვავე თავის ტკივილების უმეტესობას არ ჭირდება ექიმი. თუმცა ავადმყოფმა არ იცის რას წარმოადგენს მისი ტკვილი. ამიტომ, როცა არ იცის, ჯობია ნახოს ექიმი. მაგალითად, შიმშილის დროს თავის ტკივილი ხშირია. თუ ავადმყოფს ესმის რომ თავის ტკივილი შიმშილის გამოა, მაშინ შეჭამს; ასევე უძილობის ან ზედმეტი ძილის შემდეგ, პახმელიაზე თავის ტკივილი უმეტეს შემთხვევაში არაფერს წარმოადგენს;
რამოდენიმე მითის ნეიტრალიზაცია:
მითი #1: "წნევა აქვს და იმიტომ აქვს თავის ტკივილი". წნევა არ ითვლება თავის ტკივილის მიზეზად იშვიათი შემთხვევების გარდა, როცა წნევის მომატება ხდება უცებ და მაღალ რიცხვებს აღწევს. ასეთ მგომარეობას ეძახიან ჰიპერტენზიულ კრიზს, რომელსაც სხვა ნიშნებიც ახლავს. სხვანაირად, წნევის დაბალი ან საშუალო მომატება არ ითვლება თავის ტკივილად. ამას თავისი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ (რომც იყოს თავის ტკივილის მიზეზი წნევა) ყოველგვარი ტკივილი, და საერთოდ ყოველგვარი სტრესი, იწვევს წნევის მომატებას, რაც ფიზიოლოგიური ნორმალური რეაქციაა. შესაბამისად, თავის ტკივილის დროსაც მოსალოდნელია წნევის აწევა. კიდევ სხვა მიზეზები აქვს ამას, თუ რატომ არ ითვლება წნევა თავის ტკივილის გამომწვევად. ვისაც აინტერესებს, მერე ვუპასუხებ.
მითი #2: "ქალასშიდა წნევა გექნება მომატებული". ქალასშიდა წნევის მომატება იწვევს თავის ტკივილებს, მაგრამ ეს არის შედარებით იშვიათი დაავადება. როცა ქალასშიდა წნევა მატულობს სხვადასხვა მიზეზების გამო (მაგალითად ტვინის სიმსივნეებით და ტვინში ან მის გარსებში სისხლჩაქცევების გამო), აქ პირველ რიგში გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს და ადვილია სხვადასხვა ტესტებით ასეთი გამომწვევის დადგენა. როცა საუბრობენ ქალასშიდა წნევის მომატებაზე, იგულისხმება დაავადება, რომელსაც ეძახიან კეთილთვისებიან ქალასშიდა წნევას (benign intracranial hypertension), ან სხვანაირად ფსევდოტუმორ ცერებრი. ეს დაავადება გაცილებით იშვიათია და ექიმებიც იშვიათად ხედავენ. ფორუმზე კიდევ ავადმყოფები უსვავენ დიაგნოზს ავადმყოფებს. რავი, მე უკვე რამდენი ხანია პრაქტიკაში ვარ და 1 თუ 2 შემთხვევა მაქვს ნანახი. ეს წარმოადგენს ე.წ. გამორიცხვის დიაგნოზს. რას ნიშნავს გამორიცხვის დიაგნოზი? ავამდყოფს აქვს ქალასშიდა წნევის მომატების ნიშნები: თავის ტკივილები და მხედველობის ნერვის შეშუპება თვალის დათვალიერების დროს. ამის შემდეგ ექიმი უკვეთავს ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ან ბირთვულ მაგნიტურ რეზონანას, რათა გამორიცხოს თავის ტვინის სიმსივნეები. ამის შემდეგ, როცა სიმსივნეებს გამორიცხავს, ექიმი იღებს ზურგის ტვინის სითხეს და ზომავს წნევას ზურგის ტვინის გარშემო არსებულ სივრცეში. ამასთანავე, გაანალიზებს ზუსრგის ტვინის სითხესაც, რომ გარკვეული დაავადებები გამორიცხოს, რომელიც არ იწვევს სიმსივნეებს, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს ამ სითხის მომატება. როცა ყველაფერი ნორმაშია და მხოლოდ წნევა არის მომატებული ზურგის ტვინში, ამის შემდეგ ისმება ეს დიაგნოზი. ამ დიაგნოზს აქვს ის მნიშნვლობა, რომ იგი მკურნალობას ექვემდებარება და მკურნალობის არ დანიშვნის შემთხვევაში ავადმყოფს შეიძლება ჩამოუყალიბდეს მხედველობის პრობლემები სიბრმავის ჩათვლით.