დავწერ აქაც..
თვენახევრის უკან ამიწივლდა მარცხენა ყური.. უცბად დილით რომ გავიღვიძე სანამ ავდგებოდი... მანამდე 2 ჯერ ამიწივლდა წინა დღეებში ისევ დილით , ახლად გაღვიძებულზე , იდაყვზე დაყრდნობილი რომ ვკითხულობდი ტელეფონში, ოღონდ ის 5 წამი იყო და გაქრა. ეს რომ ჩაირთო აღარ გამორთულა დღემდე.. წავედი
ყურის ექიმთან პოლიკლინიკაში, ჩამხედა მარტო მარცხენა ყურში და ევსტაქის მილია დახშულიო . გამომიწერა ნოზეილონი და მედეკსოლი ცხვირში ჩასაწვეთებლად (მედეკსოლი არცაა ცხვირის) . ვიწვეთე 3 დღე.. მეორე დღეს ცუდად გამხადა, მესამე დღესაც, უკვე თავბრუსხვევა დაემატა. ცუდად მხდიდა ჩაწვეთების მერე. ფეხები გეყინება, პულსი იკლებს, ცივი ოფლი გასხავს, ძალა გეცლება , გაკანკალებს ვერ თბები. თურმე ნოზეილონის გვერდითი ეფექტია მაგ გამომშვებმკვდარის. წავედი ქევანიშვილ ჯავახიშვილში. მეთქი აი ყური მაწუხებს.
პროფესიონალები არიან. ეგრევე ნახა ყურები ცხვირი ყელი და აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარო. ტიმპანონეტრიამაც და აუდიომეტრიამაც აჩვენა რომ პრობლემა არაა.. ამასობაში უკვე ვერ ვარ კარგად. მანერვოზებს ეს წუილი. ცოტა დავიღლები და თავბრუც მეხვევა, კეფაში მქაჩავს და გავლითი სიგრძივი ტკივილის შეგრძნებები მაქვს, ასევე სიმძიმის, საფეთქლებში მაწვება სისხლი, ყურების დაგუბების შეგრძნება, ეს ყურის წუილი ხან იმატებს ხქნ იკლებს . გააჩნია რომელ მხარეს დაიძინებ დილით მარჯვენაშიც გადმოდის და მერე ისევ მარცხენაში გადადის რომ ადგები ფეხზე.. მანამდე 1 თვით ადრეა ღამე კისერთან ისე მიოფლიანდებოდა მაისურს და ზეწარს ასველებდა. კისერიც მტკივა ამობურცულთან.. წავედი ნევროპათოლოგთან ხეჩინაშვილში.. ამ ყველაფერს ვუყვები და არაო რა დროს შენი ეგენიაო გადაიღალეო. წადიო ცოტა ივარჯიშე იცურავე დაისვენეო. მეთქი იქნებ რაიმე მჭირს კისერში თავში. მეთქი ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სისხლის მიმოქცევა არაა წესრიგში.. არაო.. გამომიშვა..
წავედი სახლში მაგრამ ვერ ვარ რაა.. მეორე დღეს ვირბინე 3 კილომეტრი და კინაღამ წავიქეცი. ჰაერის უკმარისობის შეგრძნებაც დამემატა ამასობაში...
მივადექი ახლობლებს , ჰყავს ნაცნობი ექიმებიც , თან დაზღვევას ვადა გასული აქვს ვიწეწები.
პოლიკლინიკის ექიმი 25, წამალი25. ხეჩინაშვილში კონსულტაცია 60 , რაღაც დამაწყნარებელი და კისერზე წასასმელი გამაყუჩებელი ასე 30 მდე. შედეგი ნოლი.
წავედით არამიანცის ტერიტორიაზე ... შინაურ ნევროპათოლოგთან. აწვებიან ჩვენებას რომ ნევროზი გჭირსო. წინამაც ეგ მითხრა. მეთქი არ ვარ ჯერ გიჟი და არაფერი არ მეჩვენება. მეთქი კეფაში და თავის ზედა ნაწილში მაქვს ცუდი შეგრძნება, ყური მიწუის მარცხენა, ორივე მხარეს დაგუბების შეგრძნება , მოწყვეტილი ვარ არ მაქვს ენერგია.. ჩამოვუთვალე რაც ზემოთ დავწერე.. კაიო.. გავაკეთეთ სისხლძარღვების სკანირება კისერზე, ცერებრულ არტერიებში ნაკადი დაქვეითებულია ეს გამოჩნდა და ტაქიკარდია.. არაფერს ამბობს ეს.. თიროქსინი ნორმაშია. სისხლის ანალიზი ნორმაშია..
ჰა ბარემ გავაკეთოთ ტომოგრაფია.. რა მჭირს ვერ მეუბნებიან..მეთქი იქნებ ოსტეოქონდროზი მაქვს, იმიტომ რომ სიმპტომები ემთხვევა.. არაო რა დროს ეგააო..
გავაკეთეთ ტომოგრაფია და მარჯვენა ცერებრულ არტერიებში და უკანა შემაერთებელ არტერიაში ჰემოდინამიკა დაქვეითებულია. ასევე მსუბუქი ვენოსპაზმი (აღარ მახსოვს რა ადგილას). მოკლედ რაღაც ვიპოვნეთ. თავი სუფთაა.. დამინიშნა ცერებროვინი, ნოვარესტი, მაგნე ბ6. სხვათაშორის ცოტა მომხოდა საკაიფოდ . 1 თვე ვსვი.. ეს სიამოვნება წამლებიანად 500 ლარამდე დაჯდა.
გავიდა 1 თვე და მოვრჩი ამ წამლებს მაგრამ ეს წუილი მაინც აქაა.. სიმპტომები შესუსტებული. თავბრუ აღარ მეხვევა მაგრამ კისერი მტკივა ხანდახან განსაკუთრებით საჭესთან და კომპიუტერთან, ყურების დაგუბება და კეფაში და ზემოთ უსიამოვნო შეგრძნებები ხანდახან..
წავედი დაზღვევით უკვე.. ამ ნევროპათოლოგმა ეს ყველაფერი აღწერა მოისმინა და ტინიტუსია ეგო და დისცირკულარული ენცეფალოპათია..
სხვათაშორის 2 დღით ადრე ვკითხულობდი მაგაზე და 90% ემთხვეოდა ჩემს ჩივილებს. ოღონდ მაგას რა იწვევს ბევრი მიზეზია, ასაკობრივია, ოსტეოქონდროზი, ათეროსკლეროზი და ა.შ..
მეთქი იქნებ კისერშია რამე, თან მტკივა მიხრაშუნებს მიტკაცუნებს, ეს წუილი ხან მარჯვნივ გადადის თუ მარჯვენა მხარეს დავიძინე.. არაო. რა დროს ეგააო.. გადაღლა და ნევროზი, გარემოო და ა.შ-ოოო.. დაისვენე არ გადაიღალოო..
გამომიწერა მაგნე ბ6, რაღაც სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი არ მახსოვს, რაღაც დამაწყნარებელი ნახევარი აბი განსხვავებით იმ ხეჩინაშვილის ნებროპათოლოგისა რომელმაც 3 აბი გამომიწერა რაღაცა დამაწყნარებელი და საღამოს 1 რომ დავლიე დილით კიდევ გაბრუებული ვიყავი

)) არადა მაგრად აქებენ მაგ ექიმს ( ალბათ ვერ აღიქვა ვიზუალურად რომ შემომხედა ისეთ ჯანმრთელს ვგავარ, 12მა კაცმა ნევროზი გაქვსო).
მოკლედ წამოვედი , ვიყიდო წამალი და შევეგუო როგორც ვარ.
აფთიაქში ეს წამლები გადაატანინეო რეცეპტზე რომ იაფი მოგიწიოსო. ავედი ისევ ოჯახის ექიმთან. ამასობაში ველაპარაკები ამ ოჯახის ექიმს რომ მეთქი იქნებ ჩემს კისერს ჭირს რამე, ისეთი არაფერი არაა რომ გააშუქონ და ნახონ რომ წეარიგშია, ან იქნებ გამრუდება მაქვს..
არაო რა დროს ეგააო შენს ასაკში. მაგრამ რახან ასე აკვიატებული გაქვსო მოდი გავაკეთოთ გამოგიწერ თორემ ნერვებზე მოქმედებს მერე ეგ აკვიატებაო.. მეთქი მე მგონია რომ რაღაც იქნება და ჩავედი..
გადავირე და ვინც დასკვნას წერდა დამიძახა და პირველი ეგ მითხრა თავის ტკივილები გექნებაო
:| :|
ვახ მეთქი მთლად ტკივილებს არ ვუჩივინმაგრამ კისერი მაწუხებს მეთქი ძაან და ეს წუილი..
ამის ბრალიაო.
ესეც დასკვნა.. ავიტანე ზემოთ, მეთქი 2 თვეა ამას გავყვირი და მიყურებენ თევზის თვალებით..
მაიტათ თეთრი ხალათი და ფოედოსკოპი ამათ თავზე გავიარე ..
ერთი სიტყვით ხერხემალს და კისერს მიხედეთ ვინც კომპიუტერთან ან მჯდომარედ მუშაობთ.
8 წლიანი ვირული მუშაობის შედეგია ეს.. ასევე ბოლო 1 წელია ტელეფონში ვკითხულობდი დილა საღამოს საათობით წამოწოლილი და კისერმოღრეცილი ბალიშზე.
თი ვინმემ რამე იცით ამის წამალი მირჩიეთ.. ვერაფერიც ვერ მითხრეს. იცურავე ივარჯიშეო
ეგ კი ვიცი ისედაც

)
This post has been edited by Moen17 on 15 Jul 2016, 22:09
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)