მოკლედ ხალხო მიშველეთ. გერმანელი ექიმები საგონებელში ჩავაგდე.
დავიწყოთ იქედან რომ მაქვს თავის შიდა ქალის წნევა. ვსვამ acemitს, წნევის დამწევს.
ეს დადგენილი და დადასტურებული დიაგნოზია.
ტკივილები კიდე მაქვს, ტკივილების გარდა მაქვს რამდენიმე სიმპტომი.
რაც ყველაზე მეტად მაწუხებს არის მარცხენა ყურში მაქვს ხმაური და თავბრუსხვევა.
თავბრუსხვევის და ხმაურის სამი ძლიერი შეტევა მქონდა და ამ დროს ჰორიზონტალურად ყანყალებს ყველაფერი და ასე მგონია რომ ტვინის ნახევარს ვერ ვგრძნობ.
შიგადაშიგ მეხვევა თავბრუ ჩვეულებრივად ანუ ტრიალებს ყველაფერი ისე.
ექიმი ვარაუდობდა რომ თავის შიდა ქალის წნევასთან მაქვს ვესტიბულარული შაკიკი.
მაგრამ ამ დღეებში აღმოვაჩინე ახალი სიმპტომი.
ცხვირი გაჭედილი არ მაქვს მაგრამ ცხვირის წვეთებს რომ ვისხამ ცხვირიდან გამომდის მცირე გამონადენი და თავის ტკივილი მეშვება ერთი-ორი საათი.
სინუსიტის სიმპტომი რაც ვნახე აშკარად ყველა სიმპტომი არის რომ ცხვრიდან უნდა იყოს გამონადენი და ჩემი ცხვრიდან არაფერი არ გამოდის ესეიგი ძალით თუ არ გამოვირეცხე და თავისუფლადაც ვსუნთქვავ.
თავი რაც სინუსურ ტკივილს ახასიათებს იმ ადგილებშიც მტკივა.
პლიუს მაქვს სიცხე 3 კვირა 38მდე.
სანამ ამ თავის შიდა ქალის წამლებს დავლევდი ამ ტკივილების გარჩევა ძალიან მიჭირდა ერთმანეთისგან. მთელი თავი მისკდებოდა. ახლა ვარჩევ ისეთუ ასე. წარმოიდგინეთ როგორ მტკივა თავი როცა ორი სამი რაღაც ერთად მიტევს

გთხოვთ დამეხმაროთ.
იანვრის ბოლოსკენ მაქვს ნერვოლოგთან შეხვედრა. მაინტერესებს ამას ყელ-ყურ ცხვირის ექიმი აკეთებს თუ ნერვოლოგს უნდა ვუთხრა სინუსიტზე გამსინჯოს?
ხო ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად მაქვს რევმატიზმი(პერიოდული ცხელება mediterranean fever ) და არვიცი სიცხე რევმატიზმისგან მოდის თუ შეიძლება სინუსიტი იყოს.
ამ ყურებში ხმაურს და თავბრუსხვევას ვერ ვხსნი.
ტკივილით ვიცხოვრებ როგორმე შევჯდები გამაყუჩებლებზე, ისედაც მთელი ცხოვრებაა მე თავი მტკივა სულ

ეს თავბრუსხვევა მკლავს. და ყურებში ხმაური ხანდახან დაძინება მიჭირს და მსტრესავს რომ სულ რაღაც მესმის.
შიშინი მესმის უმეტესად და ხანდახან გადადის წვრილ ხმაში.
პოლიპები არვიცი თუ შუაშია მაგრამ ადრე საქართველოში როცა ვცხოვრობდი 6 წლის ასაკში ამომაჭრეს ბათუმში და გამეზარდა, მერე თბილისში ჯაფარიძემ გამიკეთა და იდეაში აღარ მაქვს მაგრამ არ შემიმოწმებია წლებია არ შევუწუხებივარ ეს თუ რამე შუაშია

თუ ვინმეს რამე რჩევის მოცემა შეგიძლიათ არ დაიზაროთ.
ძალიან ცუდად ვარ, რამდენიმე დაავადება ერთად მიტევს. რევმატიზმის წამლების დალევაც დავიწყე და სახსრების ტკივილი მომიხსნა. მინდა ტკივილის ოდენობა ჩემს ყოველდღიურობაში მინიმუმზე დავიყვანო.
This post has been edited by Kaifistka on 15 Dec 2019, 01:47
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123