თუ არ ვცდები ნახევარი თავის ტკივილი არის
შაკიკი, რუსულად
მიგრენ. ეს, მე რამდენადაც ვიცი, ნევროლოგიის სფეროა.
შაკიკს ძველად საქართველოში შელოცვით

"არჩენდნენ". ისე ძალიან ლამაზი შელოცვაა. კარგად არ მახსოვს , მაგრამ მგონი ასეა:
"შაკიკი ჩამოსჩოვია სათიფისა ბოლოსაო
აგრე ჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო
მევიდა წმინდა გიორგი, გოუწყრა, გეიპარა დილასაო"
შენც ალბათ იმიტომ არ გტკივა ხოლმე დილაობით თავი, რომ "გეიპარა დილასაო"
შაკიკი შაკიკი არის დაავადება, რომელიც გამოვლინდება ძლიერი თავის ტკივილით. შეტევის განვითარებას ხელს უწყობს სხვადასხვა მიზეზი, როგორიცაა ალერგია, სტრესი, დაღლილობა. შაკიკით დაავადებულები გრძნობენ შეტევის დაწყებას და იციან, როგორ შეიძლება შეიმსუბუქონ ტკივილი. ზოგჯერმათ მათ თვითონ აქვთ თავისი წამლები.
შაკიკისათვის დამახასიათებელია:შეტევის განვითარების წინ გამაფრთხილებებლი ნიშნები, მაგალითად, მხედველობის დაბინდვა თვალების წინ შავი წერტილებისა და/ან ბრმა ლაქების გაჩენით;
ინტენსიური მოპულსირე ტკივილი, ხშირად თავის ერთ ნაწილში;
დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევის შეგრძნება და ღებინება;
დაზარალებული ძალიან მგრძნობიარეა მკვეთრი შუქისა და ხმაურისადმი.
შეტევის მოხსნას ხელს უწყობს წოლა ან ძილი სიჩუმეში, ბნელ ოთახში რამოდენიმე საათის განმავლობაში.
http://www.imereti.ge/index.php?lang_id=GE...52&info_id=1201