ვკითხულობ და მოწევაც მინდება.

მაგრა გამიხარდა ამდენი კაცი რომ თავს ანებებს. ეგეც კაია



ისე რა არის.. ყველამ იცის, რომ კიბოს იმართებს და მაინც ეწევა.
მე 10 წლის სტაჟიანი მწეველი გახლავართ და რამდენჯერმე ვცადე თავის დანებება, ყველაზე ხანგრძლივი, მათ შორის, 1 თვე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, თავისი წონაში მომატებით, ლომკებით და უხასიათობით. გასუქებას ვიღა დარდობდა, ღამე მესიზმრებოდა რომ მოვწიე და ვიტანჯებოდი, სანამ გავიღვიძებდი და მივხვდებოდი, რომ არ მომიწევია. ამას რომ მივხვდებოდი და გამიხარდებოდა, მერე უკვე გაბოლებაც მინდებოდა და სიფხიზლეში მოწოლილ ცდუნებებს ვიგერიებდი. მოკლედ ვერ გავქაჩე და მოვწიე.
ერთი სიტყვით, უნებისყოფო ადამიანი ვარ და ძალიან მშურს ნებისყოფიანი ადამიანების.
ახლა ე.წ. ნიკას მეორე მეთოდს ვიყენებ. 7-8 ღერიდან (ესეც ნელ-ნელა შევამცირე) უცებ ჩამოვედი დღეში ერთ ღერზე და ძალიან მიჭირს. სიგარეტს ჩემს ქმარს ვატან და ძალაუნებურად ვეღარ ვეწევი, საღამოს ერთ ღერს ვეწევი და სულ ეს არის დღის გეგმა.. მაგრამ ჩაგდებებიც მაქვს ხანდახან. რომ ვაკვირდები, მოწევის სურვილი ისეთივე ხშირად მაქვს, არ კლებულობს, მაგრამ რატომღაც უფრო და უფრო ადვილად ვძლევ. ეს ალბათ ჩვევასთან ბრძოლაა.
ჯერ-ჯერობით ასე ვაპირებ კარგა ხანს ყოფნას, ერთ ღერზე, მერე თანდათან უფრო შევამცირებ, ერთიანად თავის დანებება არ გამომდის.
ისე ყველა ადამიანს თავისი მეთოდი აქვს და თვითონ უნდა მიაგნოს ამას. მაგრამ რა თქმა უნდა სურვილი და მოტივი უნდა იყოს მყარი.
ჩემმა ქმარმა დაანება, სახლში დააგდო " პაჩკა" და ფიქრობდა: არ მოვწევ, თუ ძალიან მომინდა და თავი ვეღარ შევიკავე ხომ მაქვსო... და ასე შემომინახა მე "პაჩკა".

მე კი პირიქით ვარ, თუ არის ვეწევი და ვეწევი.
დღის მანძილზე ვცდილობ სიგარეტის და ჭამის სურვილი მწვანე ჩაით, ან რამე ხილის ჩაით ჩავიკლა. ყავის დიდი ტრფიალი ისედაც არ ვარ, მაგრამ ახლა უფრო ვერიდები. სადღაც ამოვიკითხე, ყავა და შოკოლადი სიგარეტის სურვილს აძლიერებსო..
ასე, რომ ვინც თავს ანებებთ, კაფეში და სტუმრად ყავას ნუ მიეძალებით, წვენებზე და სხვა არაალკოგოლურ სასმელებზე შეაჩერეთ არჩევანი.
არამწეველებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!!!!
პ.ს. ვიღაცამ დასვა კითხვა, რატომ სუქდება ადამიანი, როცა აგარ ეწევაო. მეც ძალიან მაინტერესებს. იქნებ ახსნათ ვინმემ?
ხო, კიდევ გამიგია, ადამიანის ორგანიზმი 4 დღეში მთლიანად აგდებს ნიკოტინს, რაც რჩება მარტო ჩვევააო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას მოტივაციისთვის? და ვინმე თU იყენებთ ამას???
This post has been edited by TJ11 on 14 Feb 2006, 02:48