Perdvrabo
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 235615
რეგისტრ.: 24-September 17
|
#51435557 · 2 Oct 2017, 19:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, ერთი თვის წინ გავიკეთე ფიმოზის ოპერაცია და რახან ამდენი პოსტი წერია და ისევ ამდენი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, შევეცდები, ძირეულად აღვწერო მკურნალობის პერიოდი.
ოპერაცია "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში" (რკინიგზის საავადმყოფო, მესამე სართული), ექიმ ბესიკ ხვედელიძესთან გავიკეთე და დამიჯდა 400 ლარი. საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს 500 ლარზე ნაკლები ღირებულების ოპერაციებს თუ დაბალი სოციალური ქულები არ გაქვს. თუ დაბალი სოც. ქულები გაქვს, მაშინ შესაძლებელია, რომ 70%-იანი დაფინანსება მიიღო და ამასთანავე, მერიაშიც შეიტანო განაცხადი თანადაფინანსებაზე. საბოლოო ჯამში, მთელი ოპერაცია დაგიჯდება 50 ლარამდე. სხვა სადაზღვევო კომპანიები რა პოლიტიკას ატარებენ, ამაზე სამწუხაროდ ინფორმაცია არ მაქვს. ამის გარდა სხვა ხარჯები (ბინტები, ფურაცილინი) მაქსიმუმ 50-60 ლარი.
ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით გავიკეთე, გაგრძელდა 40 წუთი. ამ დროს არანაირი შეგრძნება არ გაქვს. თავიდან ნემსის ერთი ჩხვლეტაა მერე ყველაფერი ქრება. უსიამოვნო ისაა, რომ კანის მოჭრის ხმები გესმის. :დ ხვედელიძე ძალიან მაგარი კაცია, მთელი ოპერაციის განმავლობაში მიხსნიდა რას აკეთებდა. მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მცოდნოდა რას აკეთებდა (კონტროლის შეგრძნება რომ მქონოდა და პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი), არ შემშინებოდა და გავემხნევებინე. თავისი საქმის პროფესიონალია! 100%-ით ვრეკომენდირებ.
სახლში წამოსვლამდე, ერთი საათის განმავლობაში კლინიკაში დამტოვა, რადგან ოდნავი წვის შეგრძნება მქონდა და გამაყუჩებელი გამიკეთა, გარდა ამისა მიხსნიდა რა როგორ უნდა გემეკეთებინა სახლში და როცა წვის შეგრძნება გაქრა და სახლში წამოვედი, მას მერე არც ტკივილი მიგრძვნია და აღარც წვა.
პირველ დღეს ჩემი მთავარი მიზანი გახდა ერექცია არ მქონოდა. :დ დღისით მშვენივრად გავართვი თავი და ძილის წინ მანტრასავით ვიმეორებდი: "ოღონდ, არ ამიდგეს! ოღონდ, არ ამიდგეს!" მაგრამ ამიდგა. ოდესმე ერექცია ასე თუ არ მენდომებოდა, რას წარმოვიდგენდი. გაუძლებელი ტკივილი არ იყო. საერთოდ, ტკივილიც არ იყო. უფრო ის თემა იყო, აი, კანი რომ დაჭიმო ან თითზე თოკი შემოიჭირო და მოჭერის შეგრძნება გაგიჩნდეს. მთელი ღამის განმავლობაში ნახევარ-ნახევარი საათი მეძინა, ერექცია მეწყებოდა ძილში და გიჟივით წამოვხტებოდი ხოლმე. უფრო იმის გამო მეშინოდა, რომ ვაი და ნაკერები გამეხსნას, მერე სად წავიდე ამ შუაღამისას. თუმცაღა ნაკერებს ასე ადვილად ვერ მოიძრობ, შესაბამისად ცემი შიშები უსაფუძვლო იყო. მოკლედ, მთელი ღამე ყინულებით დავრბოდი. სანამ სისხლძარღვებს შეავიწროვებდა და დამივარდებოდა, ნაკერების მოჭერისა და კანის დაჭიმვის უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ამიტომ ყინულის დადების პარალელურად, ფეხებზე ცივ წყალს ვისხამდი და მაშინვე მივარდებოდა. შევაჯამოთ: პირველი და შემდეგი ღამეების ერექციის შესაჩერებლად, დაიდე ყინულები და ფეხებზე დაისხი ცივი წყალი :დ
მოშარდვა ცოტა რთული თემა იყო. ბინტები ისე გაქვს შემოხვეული, რომ თავი გარეთაა გამოყოფილი, მაგრამ რახან ჩუჩა აღარ მქონდა და ბინტის გარდა ვერაფერს ვეხებოდი, მიზანი დავკარგე. miha ro hamosuliko ზედ იმაზე ფანტანს გამიხსნიდა. ბინტებში შეხვეული პენისით ცოტა არ იყოს რთულია მოშარდვა, ამიტომ ყოველი მოშარდვის წინ, ბინტებს ვიხსნიდი, გასიებულ იმას ვუყურებდი და შინაგანად ვკვდებოდი, რომ მოვშარდავდი და შინაგანად მოვკვდებოდი, მერე ისევ თავიდან ვიხვევდი. :(
ყოველი მოშარდვის შემდეგ უნდა მოიხსნა ბინტი და (ბინტი კანზეა მიკრობილი, ამიტომ მოხსნამდე ოდნავ თუ თბილი წყლით დაასველე და ისე შემოიხსენი.) პენისი ფურაცილინის ხსნარში 10-15 წუთის განმავლობაში უნდა ჩაყო. პატარა 100 გრამიან ღვინის ჭიქაში ჩაასხი ცოტა ცხელი წყალი და გააზავე ფურაცილინით. ინფექცია რომ არ შეგეჭრას, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე უნდა გამოიცვალო ბინტები და მიიღო ფურაცილინის აბაზანები. 10 დღის განმავლობაში დასიება ქრება და შემდეგ უკვე შეგიძლია ბინტები აღარ გაიკეთო, მაგრამ ფურაცილინი ისევ უნდა გააგრძელო. ნაკერების ადგილას შესიება ისევ იქნება, ამიტომ კანი წინ გექნება გადმოწეული და ფურაცილის აბაზანების დროს, ძალიან ფრთხილად, კანი ბოლომდე უნდა გადაიწიო და კუტუ ხსნარში ატივტივო (:დდ) რომ წამალი ყველგან მოხვდეს და სადმე ინფექციის კერა არ გაჩნდეს.
ბინტებშემოხსნილზე, პირველ დღეს, ცოტა ძნელია სიარული, რადგან ტრუსები შიშველ კანზე რომ გეხება ცოტა არ იყოს უსიამოვნო შეგრძნებაა, თუმცაღა მეორე დღეს უკვე თავისუფლად ხარ. ერექცია ამ დღეების განმავლობაშიც გექნება, მაგრამ უკვე უმტკივნეულო. ნუ გადიდგულდები და არ გაბედო და მასტურბაცია არ დაიწყო. :დ საერთოდაც, კარგად უნდა გაიაზრო, რომ ოპერაციის შემდეგ სულ მცირე 1 თვე, ყოველგვარ წვალებას უნდა დაემშვიდობო, ამიტომ რჩევაა, რომ ოპერაციის წინა დღეს რამდენჯერმე ხელით იმასჰქნა ან შეყვარებული თუ გყავს ორალური ისა სთხოვო, რადგან მთელი თვე შენი პენისი შენი და მისი აღარ იქნება. :დდ ეგ არაფერი, სამაგიეროდ გადასარევი სიზმრები გექნება, ისეთი სიზმრები, რომ თუ ოდესმე გადაიღებ, ქართული პორნო ინდუსტრიის აყვავებას შეძლებ. მოკლედ, ერექციას შეწყვეტ, მაგრამ ლიბიდოს ვერაფერს მოუხერხებ, თუმცაღა არაფერია სადარდებელი.
ოპერაციიდან მესამე კვირის დასაწყისში, ნაკერების ადგილას ამობურცული გამაგრებული კანი დარბილებას დაიწყებს, თანდათანობით ნაკერების კვანძები დარბილდება და თავისით გაიხსნება. მე, მაგალითად, როცა ფურაცილინის აბაზანებს ვიკეთებდი, ნაკერებს ძალიან ფრთხილად, თითით (და არა ფრჩხილით!), ვაწვალებდი და კვანძები რბილდებოდა. ოპერაციიდან მე-19 დღეს პირველი ორი ნაკერი ერთდროულად მომძვრა.
მესამე კვირის ბოლოს უკვე შეგიძლია დაბანვა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ საბჭოთა დროინდელი 72%-იანი საპნით, 2 ლარი ღირს აფთიაქში. რამდენადაც ვიცი ეგ საპონი მთლიანად მცენარეულ და ცხოველურ ცხიმზეა დამზადებული, არ წვავს კანს და ჭრილობების შესახორცებლად გადასარევი რამეა, გარდა ამისა ანტიბაქტერიული ეფექტიც აქვს და არც ერთ ქიმიურ მინარევს არ შეიცავს. ცოტა უსიამოვნო სუნი კი აქვს, მაგრამ მარტო მაშინ, როცა აქაფებ. ჩამობანვის მერე სუნი კანზე არ რჩება. მე დღეში სამჯერ ან ოთხჯერ ვიბანდი 15-20 წუთის განმავლობაში. ნაკერებს ძალიან არბილებს და ადვილად მოგძვრება. 4 დღის წინ, ანუ ოპერაციიდან 28-ე დღეს, ბოლო ნაკერი მომძვრა და შვებით ამოვისუნთქე.
ერთხელ ან ორჯერ შეიძლება რამდენიმე წვეთი სისხლის გადმოწვეთება შენიშნო, მაგრამ არ შეგეშინდეს, ეგ ის სისხლია რომელიც ოპერაციის დროს გათავისუფლდა კაპილარებიდან და შემდეგ ნაკერების დადებამ კანში ჩატოვა. მოკლედ, ე.წ. ძველი სისხლია და მისი დანახვა გულს ნუ გაგიხეთქავს. ჩამობანე საპნით და ეგაა.
ჰოდა, ეხლა გავალ ყველაზე მთავარზე, იმაზე რის გამოც ბიჭები ამ ოპერაციას ხელების ცახცახითა და დიდი გულის შეტევის ფონზე ვიკეთებთ და თითქოს ეს არ კმარა, ვიღაც სიენენევით ფეიკები, მათსავით ფეიკ ინფორმაციას გვატენიან!
ამბობენ, რომ წინადაცვეთილი პენისის კანი უხეშდებაო, შეგრძნებები იკლებსო, სიამოვნება ისეთი აღარააო და ა.შ.. არ დაიჯეროთ. ფეიკების გამოგონილი ტყუილია! კანი უხეშია, როცა დავარდნილი გაქვს, რადგან ჩუჩა პენისის თავს ეხმარებოდა რომ სისველე შეენარჩუნებინა და რახან ბანაობის შემდეგ ადამიანები სხეულს ვიმშრალებთ, შესაბამისად პენისიც მშრალდება და მასზე ვერანაირ სისველეს ვერ ნახავ, ამიტომ ჩნდება ეფექტი რომ კანი გაუხეშდა. მოკლედ, ერექციის დროს არანაირი ხორკლიანი ან რამე მსგავსი გაუხეშებული კანი არ გაქვს, ჩვეულებრივად პრიალაა, და როგორც მისი გამოცდის შემდეგ მითხრეს, არც პირში და არც ვაგინაში არანაირი უხეში კანის შეგრძნება არ ჰქონიათ. :დ შევაჯამოთ: კანის გაუხეშება არის ფეიკების მოგონილი ტყუილი!
შეგრძნებები გიქვეითდებაო, ამასაც ამბობდნენ. ესეც დეზინფორმაციაა. ასეთი მძაფრი შეგრძნებები მე არასოდეს მქონია. ორალური, ვაგინალური და ანალური სექსი, იმაზე ბევრად მძაფრი იყო, ვიდრე უწინ. (კარგა ხანს არ გქონდა სექსი და იმიტომ მოგეწონა ასეო, არგუმენტად არ გამოდგება. რადგან დღეს უკვე მეოთხე დღეა, რაც დღეში რამდენჯერმე მაქვს სექსი და მუდმივად ასეთ მძაფრ შეგრძნებებში ვარ.) წინადაცვეთილის სიამოვნება, იმაზე ნაკლები ნამდვილად არ არის, ვიდრე წინადაუცვეთელის.
კი, სიმართლეა, რომ აქტის ხანგრძლივობა იმატებს. თუმცაღა არა იმიტომ, რომ სიამოვნებამ მოიკლო, არამედ იმიტომ რომ წინადაუცვეთელს ჩუჩა ეხმარება პენისის თავისა და ლაგამის სტიმულაციაში, რასაც სწრაფ ორგაზმში მთავარი წვლილი მიუძღვის. ჰოდა, რადგან წინადაცვეთილს ჩუჩა აღარ აქვს, შესაბამისად მისი თავის სტიმულირებას მხოლოდ ისღა ახდენს, რაშიც იგია შეყოფილი. :დ ორგაზმის დროს აქამდე თუ სიამოვნებას უშუალოდ პენისის თავზე განიცდიდი, ამჯერად მთელი შენი ორგანოთი გრძნობ და რახან აქტიც დიდხანს გრძელდება, უფრო მეტსაც ათავებ. ვულკანივით. ან თუ გინდა გეიზერივით.
ჰოდა, ხანგრძლივობას რაც შეეხება: ადრე თუ შეკავების გარეშე 10 წუთში განვიცდიდი ორგაზმს, ეხლა შეკავების გარეშე 20 წუთი ვქაჩავ. ადრე თუ შეკავებებით 25 წუთის მანძილზე შემეძლო მქონოდა სექსი, ამჯერად ორგაზმის ხელოვნურად შეკავებით 40-45 წუთი შემიძლია იმავსვშვებოდე. ამ ოთხი დღის განმავლობაში, ყოველი ურთიერთობის დროს მე სანამ ერთხელ გავათავებ ჩემი პარტნიორი ორჯერ ასწრებს. :დ და რახან ახალგაზრდები ვართ და მიყოლებით სულ მცირე ოთხჯერ შეგვიძლია სექსი გვქონდეს, ჯამში გამოდის რომ დღეში 2 საათი და 40 წუთი გადაბმულად იმასვშვებით. რატომაც არა. ვინ იტყვის ამაზე უარს. არც არავინ. :) :დ მასტურბაციას რაც შეეხება, მშრალზე არც ისე სასიამოვნოა, ამიტომ ლუბრიკანტის გამოყენება დაგჭირდება (ამაზონზე 15$ ღირს), ლუბრიკანტად ასევე შეგიძლია გამოიყენო ჯონსონსბეიბის ზეთი ან წყალზე დამზადებული ნებისმიერი ხელის კრემი, მთავარია კრემს საზიზღარი სუნი არ ჰქონდეს.
მოკლედ, სულ რომ შევაჯამოთ, ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ ჩუჩა აღარ მაქვს. პირიქით იმაზე ვფიქრობ, ნეტა უფრო ადრე დამმართნოდა ფიმოზი-მეთქი. :დდ გარეგნულად ბევრად უფრო მომხიბვლელია, ბაქტერიები ცხადია უფრო ნაკლებია (როგორი ჰიგიენურიც არ უნდა იყო, გინდა თუ არ გინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს, აღიარებ თუ არ აღიარებ, ბაქტერიები მაინც მრავლდება, რადგან შარდოვანა ჩვეულებრივი შხამია და პენისის თავს ბაქტერიებით მუდმივად ამარაგებს), შესაბამისად უფრო ნაკლები შანსია იმისა რომ შეიძლება რაიმე დაავადება აიკიდოთ, ან დიდი ხნით თუ ხარ გასული გარეთ და უცებ ძალიან მაგარი ვინმე შეაბი და იქვე, მაკდონალდსის ან კინო რუსთაველის ტუალეტში სექსი უნდა გქონდეთ, იმის შიში რომ ვაიდა შარდის სუნი ხომ არ მაქვსო, ეს პრობლემაც იხსნება, რადგან მოშარდვისას შარდის წვეთები ჩუჩაზე მაინც ხვდება, წინადაცვეთილს კიდე ჩუჩა არ აქვს. :) :დ
სულ სულ რომ შევაჯამოთ, ძალიან მიხარია რომ ასეთი სასწაულად კარგი პენისი მაქვს. :დ
თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ.
This post has been edited by Perdvrabo on 2 Oct 2017, 19:33
|