LandishPac1imichaelსექსი ქალიშვილთან მამაკაცისათვის უდაოდ განსხვავებული რამაა გამოცდილ ქალთან შედარებით, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სექს-ქცევითი ("ტექნიკური") თვალსაზრისით
მამაკაცისათვის დამატებით შფოთვას, ღელვას ქალიშვილთან სექსის წინ ან სექსის დროს აქვს რეალური საფუძველი. ოღონდ ქალიშვილთან სექსის "განსაკუთრებულობის", ერთგვარი "სიძნელის" მიზეზების შესახებ ხშირად კაცებს არასწორი წარმოდგენა აქვთ და უფრთხიან არა იმას, რაც მართლა შეიძლება ხელისშემშლელი იყოს, არამედ მითოლოგიზირებულ "ხიფათებს".
1.ყველაზე გავრცელებული და არასწორი შეხედულება არის ის, თითქოს საქალწულე აპკის დაზიანება-დეფლორაცია მოითხოვს განსაკუთრებული სიძლიერის ერექციას. სინამდვილეში ჩვეულებრივად ერეგირებული ასოსათვის (საშუალო ერექციის შემთხვევაშიც კი) არანაირ "პრობლემას" არ წარმოადგენს აპკის დაზიანება-დეფლორაცია. თუ ქალწული დამალავს საკუთარი ქალწულობის ფაქტს (გამოცდილი ქალივით მოიქცევა, ყოველგვარი რიდის, შიშის ან შებორკილობის გარეშე)-მამაკაცი ვერც იგრძნობს ამას, შესაძლოა ეჭვი გაუჩნდეს მხოლოდ მაშინ, თუ "სადმე" სისხლს აღმოაჩენს.
2. არც თუ ისე გავრცელებულია, მაგრამ მამაკაცს დამატებით ფსიქოლოგიურ ბარიერს უქმნის შეხედულება, რომ მან მაქსიმალურად კარგად უნდა წარმოაჩინოს თავი დებიუტშივე-ჰქონდეს რამოდენიმე განმეორებითი კოიტუსი (ექსცესები) პირველივე ღამეს, თანაც სასურველია, მცირე პაუზებით, ან კოიტუსი იყოს ხანგრძლივი... სინამდვილეში უმრავლეს შემთხვევაში, ქალწულისათვის კოიტალური დებიუტი არის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური სტრესი და მისი მოლოდინი მკვეთრად განსხვავდება მამაკაცის შეხედულებისგან, თუ როგორი უნდა იყოს სექსუალური დებიუტი.
3.რეალური "სირთულეები" არის, ოღონდ სხვა კატეგორიის. კერძოდ, თუ მამაკაცს ქორწინებამდე ძირითადად აქვს გამოცდილ ქალებთან, განსაკუთრებით მეძავეებთან ურთიერთობის გამოცდილება (თანაც ხშირად არარეგულარული, დიდი ან არათანაბარი შუალედებით), მას უყალიბდება პარტნიორის მხრიდან "მოსალოდნელი და სასურველი" ქცევის მოლოდინისა და მიღების სტერეოტიპი : ქალის აქტიურობა, მანუალური და/ან ორალური სტიმულაცია, ქალის მხრიდან დადებითი სექსუალური ემოციების გამოხატვა(მეძავეების შემთხვევაში, უხშირესად-იმიტაცია), ასოს შეყვანაში ხშირად ქალის მხრიდან აქტიური დახმარება(ფაქტიურად თვითონ ქალი ახორციელებს ხოლმე ასოს შეყვანას-იმისიას, და ა.შ.
ქალიშვილთან კი ძალიან ხშირად, მამაკაცი "პირისპირ ეჯახება" სრულიად სხვა ქცევას-ქალწული გამოხატავს შიშის, ნეგატივიზმის ემოციას, არის დაძაბული, რაც მატულობს იმისიის მომენტისათვის, უკეთეს შემთხვევაში ხელს არ უშლის მამაკაცს, პასიურია, ამგვარი ქცევა მამაკაცისთვის, განსაკუთრებით თუ ის ემოციურია "ცივი შხაპის" როლს თამაშობს. არაცნობიერად კეთდება დასკვნა, "რომ ის არასასურველია როგორც სექს პარტნიორი", რაც უარყოფითად მოქმედებს აღგზნებაზე .
უარეს შემთხვევაში კი ადგილი აქვს ქალწულის მხრიდან საკმაოდ აქტიურ წინააღმდეგობას, შიშის, ნეგატივიზმის ემოციის, დაძაბულობის გარდა ის ასოს შეყვანის მომენტისათვის ცდილობს მიატყუპოს ფეხები, "გამოუსხლტეს" ქვევიდან პარტნიორს და გამოსცემს ხმებს, რომლებიც უფრო სასოწარკვეთილობას მიანიშნებს ვიდრე სექსუალურ ნდომას. ასეთ სიტუაციაში, კაცი ძალაუნებურად "გადაერთვება" სხვა ტალღაზე, უნდა დაამშვიდოს, "განმუხტოს" ქალისათვის "საშიში სიტუაცია"-და თუ ამ დროს თავში ასევე უზის აზრი, რომ წინ კიდევ "აპკთან შებრძოლებაა" , და ეს მომენტი კი ჯერ არ დამდგარა-შეიძლება მოხდეს მამაკაცში სექსუალური სურვილის განელება....
შეყვანის მომენტი თუ დადგა ბოლოსდა ბოლოს, კაცისათვის 2 ახალი "უჩვეულო" ბარიერი შეიძლება გაჩნდეს.
ეს არის პარტნიორის აბსოლუტური "არმონაწილეობა" ასოს შეყვანის "ტექნიკურ" საკითხში და საშოს "მისადგომის"(ვულვის) და თავად საშოს კარიბჭის სიმშრალე. ვულვის და საშოს კარიბჭე, ქალის წინაკოიტალური ადექვატური ალერსის შემთხვევაში საკმაოდ უხვად სველდება (ან უნდა სველდებოდეს) ფიზიოლოგიური საცხით (ვულვის და საშოს კარიბჭის ლუბრიკანტული ჯირკვლების მეშვეობით)-ე.წ. love juice. მაგრამ თუ კოიტალური დებიუტის დროს ქალი ტკივილის მოლოდინს, უხერხულობას, სირცხვილს, შებორკილობას და ა.შ. განიცდის, არანაირი ლუბრიკაცია არ ხდება(ნორმასთან შედარებით), რაც კაცს დამატებით უძნელებს ასოს შეყვანას, ქალისათვის კი კიდევ უფრო არასასიამოვნოსა და მტკივნეულს ხდის იმისიას, რამაც ვულვის, საშოს კარიბჭის კუნთების ზომიერი(და ქალისათვის მტკივნეული) სპაზმი შეიძლება გამოიწვიოს.
დავამატებ, რომ ზევით აღწერილი უჟასები ყოველთვის სულაც არ ხდება, თუმცა უარესი რაღაცეებიც ხდება.... უბრალოდ ეს არის ძალიან განზოგადებული აღწერა იმისა, თუ რით განსხვავდება "ჩვეულებრივი" კოიტუსი "დეფლორაციური კოიტუსისგან"...
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რა ვარიანტით მოხდება ან არ მოხდება, დამოკიდებულია კაცის გამოცდილებაზე და სექსუალურ კულტურაზე, მის პიროვნულ-ხასიათობრივ თვისებებზე, ქალწულის "ინფორმირებულობაზე", მასში ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდში "ჩანერგილ" შეხედულებებზე სექსის შესახებ, ქალის პიროვნულ-ხასიათობრივ თვისებებზე, გარიგებითაა ქორწინება, სიყვარულით თუ მოტაცებით, სარმარისად იზოლირებულია ოთახი თუ არა, ჭრაჭუნა და ჩავარდნილია საწოლი თუ არა, სრული სიბნელეა თუ დღის სინათლე და კიდევ ბევრ რაღაც-რუღაცეებზე.
შესაბამისად სასურველია იყოს კომფორტული გარემო, არ იYოს დროის ლიმიტი-ანუ "არავის არსად არ ეჩქარებოდეს." სასურველია კაცმა იცოდეს საჭიროების შემთხვევაში ლუბრიკანტების გამოყენება, იცნობდეს პარტნიორს იმდენად, რომ მასში ნდობას იწვევდეს...
ეს ყველაფერი კაი ხნის წინ აქვე დავწერე Koito_Filia-ს ნიკით, თუმცა ამის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაზე
This post has been edited by upfir on 27 Sep 2008, 20:34