romantic_cuntაი რა მნიშვნელობა აქვს გეთაყვა?
"ვაგიანლურს" განიცდის ქალი, კლიტორულს თუ შერეულს? ქალებს აგიჟებენ და თავგზას უბნევენ პსევდოსამეცნიერო პუბლიკაციები პრიალა და ნაკლებად პრიალა ჟურნალებში, ზოგჯერ ავტორიტეტული დაქალები. რამდენი შემთხვევა ვიცი, როდესაც ქალი ორგაზმს განიცდის, შეგრძნებების თვალსაზრისით სხვადასხვას, განსხვავებულს სიძლიერით და თავს გრძნობს მშვიდად. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თურმე "არასრულფასოვანი" აქვს, რადგან ან კლიტორული აქვს ან ვაგინალური. და თუ ამაზე გაფიქსირდა, ცოტა ხანში შიძლება საერთოდ გახდეს მისთვის პრობლემა ორგაზმის მიღწევა.
რაც შეეხება "ორივეს ერთდროულად განცდის" საკითხს, ჯობია ითქვას, როგორ შეიძლება სექსუალური სიამოვნებისა და ორგაზმის განცდის გაძლიერება. არსებობს ამისი კონკრეტული ვარჯიშები, როგორც "ფიზიკური", ასევე "ემოციური" ხასიათის. ორგაზმის შემადგენელ ნაწილებად დაშლა-დანაწევრება და შემდეგ მათი სინთეზი ნაკლებად პროდუქტიულია. სწორი გზაა არსებულის გამდიდრება და ახალი ნიუანსების მისთვის შეძენა და რა საჭიროა ყოველი ფეთქვისა და სითბოსა და სასაიამოვნო-სპაზმების შეგრძნებისათვის აუცილებლად რაღაც ანატომიური წყაროსა და სუბსტრატის გამოძებნა?!
ამის გარდა ქალები ხომ სრულიად განსხვხვებულები არიან, ეს ჩვენ, მამაკაცებს გვგონია, რომ ერთ თარგზე არიან აწყობილები - (ისე, ცნობილი მექალთანე ჯაკომო კაზანოვას კი უთქვამს "სიბნელეში ყველა ქალი ერთნაირია"-ო

) - თუმცა ეს ისევ მამაკაცური აღქმის სტერეოტიპია. ქალების სექსუალური რეაქციების მიმდინარეობა მამაკაცებისგან მნისვნელოვნად განსხვხვდება თავისი ნაირფეროვნებით...
ზოგ ქალბატონს კეგელისა და ძველინდური ეროტიული ვარჯიშების შედეგად შეიძლება გაეხსნას მესამე "სექსუალური" თვალი, ზოგისთვის კი უძლიერესი ორგასტული განტვირთვის ბიძგი შეიძლება გახდეს სრულიად საშუალო სექსუალური მაჩვენებლების მქონე მამაკაცისგან დროზე ნათქვამი საჭირო სიტყვა ან სიტყვები...ზოგს კი იმდენად ძლიერი სექსუალური კონსტიტუცია აქვთ, რომ პრაქტიკულად უცნობთან ღებულობენ სიამოვნებას.... ან პირიქით-იფლობიან თვითანალიზში და კომპლექსებში და სექსი ან გაწბილების მომტანი ხდება, ან მის მიმართ გულგრილები ხდებიან, ან ზიზღი უჩნდებათ.
ისე კი, პარტნიორულ ფაქტორებზე ხომ საერთოდ, ასევე ძალიან ბევრია დამოკიდებული.
რომანტიულო_კოკორო, იმედია, შენთვის მიუღებელი არაფერი დავწერე
P.S. ვიცი, რომ cunt-კოკორს არ ნიშნავს, მაგრამ უფრო მომწონს. ეს ქარტული "ნოუ ჰაუ" ამ ფორუმზე ამოვიკითხე, სხვათაშორის.
This post has been edited by upfir on 22 May 2008, 22:34