მსგავსი შინაარსის შეკითხვაზე ეს აღმოვაჩინე ერთ ქართულ სამედიცინო მიმართულების

საიტზე
დიდად იმედის მომცემი არ არის, მაგრამ სულ არარაობას ალბათ ჯობს
უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, გაესინჯოთ ენდოკრინოლოგს, რადგან ჭარბი ოფლიანობის მიზეზი ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაა (თირეოტოქსიკოზი). თუმცა ამ სიმპტომს არცთუ იშვიათად ვეგეტატიური ნერვული სისტმის აგზნებადობაც იწვევს. იღლიების ოფლიანობა ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის ხშირად ხელისგულების ოფლიანობასთან არის შერწყმული. ჩივილები მხოლოდ სოციალური ხასიათისაა: იღლიების სისველე და უსიამოვნო სუნი, ტანსაცმელზე (იღლიებთან) სველი ლაქების გაჩენა და ტანსაცმლის ფერის შეცვლა.
ამ მდგომარეობის მკურნალობის რადიკალური მეთოდი არ არსებობს. ქირურგები გვთავაზობენ ლოკალური ჰიპერჰიდროზის (ხელისგულებისა და იღლიების ოფლიანობის) ოპერაციულ მკურნალობას, რომელსაც განსაზღვრული გართულებები და გვერდითი მოვლენები ახლავს თან. კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს კანის ხშირ ბანას საპნით, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლის ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა), ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების გამოყენებას, რომლებიც აქრობს ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლის ოფლის წარმოქმნას. გარდა ამისა, გიჩევთ, თავი არიდოთ სტრესულ სიტუაციებს და სვათ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (ვალერიანი, ბარამბო, ალორა, ნევროსტიმი). ნუ მოსწევთ სიგარეტს, რადგან ნიკოტინი ოფლის დენას აძლიერებს. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბისა და მუხის ქერქის აბაზანები. მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი
ხელისგულების ჰიპერჰიდროზის დროს კარგია ხელების კონტრასტული აბაზანები (ცხელი და ცივი აბაზანების მონაცვლეობა), მუხის ქერქის აბაზანები: 2 ს. კ. დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და 20 წუთი ადუღეთ, შემდეგ დაამატეთ 1 ს. კ. გულყვითელა და 10 წუთი გააჩერეთ, ბოლოს გაფილტრეთ. დილა-საღამოს მტევნებზე გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები და ზედვე შეიშრეთ. კარგია გვირილის ნაყენის აბაზანების გაკეთებაც.
რაკი იღლიების ოფლიანობას უჩივით, ტანი (იღლიები) ხშირად იბანეთ საპნით, გამოიყენეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ოფლის დაშლას უშლის ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა), ისეთი დეზოდორანტები და ადსორბენტები, რომლებიც აქრობს ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლის ოფლის წარმოქმნას, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ანტიპერსპირანტები შეიცავს 15-40%-იან ალუმინ-ქლორიდ-ჰექსაჰიდრატს, რომელიც ახშობს საოფლე ჯირკვლების სადინარს, ამიტომ რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან საოფლე სადინარების დახშობამ შესაძლოა ჯირკვლების ტკივილი გამოიწვიოს. გარდა ამისა, თავი არიდეთ სტრესულ სიტუაციებს და სვით მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (კატაბალახას, ბარამბოს ნაყენი, ალორა, ნევროსტიმი), არ მოსწიოთ სიგარეტი, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას, ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად მიიღეთ სალბისა და მუხის ქერქის აბაზანები. სვით B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი.
ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ბუნებრივი ქსოვილის (მაგალითად, ბამბის, აბრეშუმის) ტანსაცმლის ტარება.
ტერფების ჰიპერჰიდროზის დროს ადამიანმა ფეხები ყოველდღე უნდა იბანოს თბილი წყლითა და საპნით, წინდები ბამბისა ატაროს და ყოველდღე გამოიცვალოს, ფეხსაცმელი _ ნაჭრისა ან ნატურალური ტყავისა, ზაფხულობით _ ჰაერგამტარი. პერიოდულად გარეცხოს, ჩაცმამდე კი წაისვას (მიიფრქვიოს) ფეხის დეზოდორანტი (დაბანილ ფეხზე). არსებობს კომბინირებული (ანტიმიკოზური, ანთების საწინააღმდეგო, მადეზოდორირებელი თვისების მქონე) პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და უნდა ჩაიყაროს ფეხსაცმელში. კაარგია ფეხსაცმელში ნესტის შემწოვი საფენის ჩადებაც. მართალია, ისინი ოფლიანობას ვერ შეამცირებენ, მაგრამ სუნს რამდენადმე ჩაახშობენ და ოფლიანი ფეხების სოკოთი დასნებოვნების ალბათობასაც შეამცირებენ.
ტერფების ჰიპერჰდროზის დროს ეფექტურია ბორი, სალიცილი, ძმარმჟავა, ფორმალინი, ტალკი, ალუმინის ქლორიდი, შაბი, თეიმუროვის პასტა. ეფექტურია ვოლკოვ-პროხოდკოს მალამოც, რომელშიც შედის ალუმინი, უროტროპინი, ფორმალინი, სპირტი. უნდა წაისვათ დაბანილ ტერფებზე და 2-3 საათის შემდეგ ჩაიცვათ სუფთა წინდები. ასე უნდა გაკეთდეს დღეში ერთხელ 15-20 დღე.
ტერფებთან ერთად ხელების ძლიერი ოფლიანობისას წყალში ამატებენ ნიშადურის სპირტს თანაფარდობით 1:1 და იკეთებენ აბაზანებს.
Ибо прежде всего у писателя должно быть беспокойное сердце. Писателя должно лихорадить от волнения и восторга. Если этого нет, пусть работает на воздухе, собирает персики или роет канавы; бог свидетель, для здоровья эти занятия полезней.