რა არის აქ "შემაწუხებელი" არ მესმის ნაღდად, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია.
ადამიანს სიცხეში ოფლი უნდა გამოსდიოდეს აბა როგორ.
მერწმუნეთ, ის უფრო პრობლემაა პირიქითაა საქმე და ოფლი არ გამოდის.
ხშირი ბანვა და დაეოდორანტები-აი მაგის წამალი და არამც და არამც ანტიპერსპირანტები (განსაკუთრებით იღლიის ფოსოში), ანტიპერსპირანტების (ოფლის გამოყოფის საწინააღმდეგო საშუალებები) "ძალა" შემდეგშია, ისენი უბრალოდ როგორც საცობი ისე ედებიან ფორებს, ჭედავენ მათ, რითაც ხდება ოფლის გამოყოფის ბლოკირება.
ფორების ხშირმა და მასიურმა დაბლოკვამ (რაც სრულიად არაბუნებრივია ორგანიზმისთვის), შეიძლება გარკვეული სახის გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის სხვადასხვა მრისხანე გართულებებიც არ არის გამორიცხული.
მე ხშირად მინახავს ადამიანები, რომლებიც "ჭარბოფლიანობას" უჩივიან სინამდვილეში კი არაფერი განსაკუთრებული, აბსოლუტურად ბუნებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ჩემ მტერს არ გამოუვიდა ოფლი

, ასე რომ მშვიდად იყავით სუყველა და დაიცავით ჰიგიენის წესები.
"ჭეშმარიტი" ჰიპრჰიდროზი როდესც გვხვდება, ანუ მართლაც ჭარბოფლიანობა, მიუხედავად ამინდისა, ჩაცმულობისა, როდესაც მასიურად გამოიყოფა ოფლი თითქმის მთელი სხეულიდან, ოფლიანდება ხელისგულები და ა.შ. მაშინ უპრიანია ექიმს მიმართოთ, სხვა შემთხვევაში კი მშვიდად იყავით, ნუ შეეწინააღმდეგებით ბუნებას, ადამიანს საოფლე ჯირკვლები რომ არ ჰქონდეს მაშინ ძაღლივით ენაგადმოგდებული მოგვიწევდა ქშენა სხეულის გაგრილების მიზნით.
ინჯოი და თეიმუროვები კი მაგათ მწარმოებლებს და გამყიდვლებს უნდა მიუს-მოუსვა კაცმა ხშირ-ხშირად.