#36305090 · 6 May 2013, 04:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FRee_MaN
ჩემი აზრი ისაა, რომ ოფლიანობას ბოლომდე ვერც ოდაბანი უშველის და ვერც სხვა რამე. ოდაბანს მხოლოდ ადგილობრივი ეფექტი აქვს და იღლიაში თუ არა, სხვაგან გამოვა ოფლი, თუ ჭარბი ოფლიანობის მიზეზი არ აღმოიფხვრა.
QUOTE | რა იწვევს ამ ყველაფერს? ნერვოზი, არასწორი კვება, ჰაერის უკმარისობა თუ რა? |
ოფლიანობა არის სრულიად ფიზიოლოგიური მოვლენა. სხვა საქმეა, რომ ჩვენ ეს არ გვსიამოვნებს. ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის და სხეულის გადახურების დროს ოფლის გამოყოფა ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქციაა და თუ არ გამოიყოფა, ეგ უფრო საყურადღებოა.
თუ ადამიანს აქვს ნერვების პრობლემა, ჯერ ნერვებს უნდა უმკურნალოს და ოფლიანობაც გაქრება მერე. სხვათა შორის, არცთუ იშვიათად, ამ ნერვული მოვლენების მიზეზი არის ენდოკრინული დარღვევა: მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა.
გარდა ამისა, შეიძლება, ხელი შეუწზო თავს, რომ თავიდან აიცილო ჭარბი ოფლიანობა. მაგალითად, ატარო უსახელოებო ტანსაცმელი, ღია ფეხსაცმელი/სანდლები, ბამბის წინდები და თეთრეული. გარეთა სამოსშიც ბუნებრივი მასალა სჭარბობდეს. მე თავად ზამთარ-ზაფხულ უწინდებოდ დავდივარ სახლში, ღია ჩუსტებით. ფაჩუჩები და თბილი წინდები მხუთავს საშინლად და მცხელა.
play it fucking loud
QUOTE | ღამითაც თუ იცით ხოლმე ოფლიანობა.
|
ღამით ოფლიანობა შეიძლება ისეთ სერიოზულ დაავადებებსაც კი უკავშირდებოდეს, როგორიცაა ტუბერკულოზი და ლიმფომა.
This post has been edited by Solveig on 6 May 2013, 04:17
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|