გამარჯობათ , მაინტერესებდა ქიმიოთერაპიის დაფინანსების რაიმე სახელმწიფო პროგრამა
ჯანმრთელობის სამინისტროს საიტზე ვნახე რომ ფინანსდება 80% -ით მოზრდილებში 12 000 ლარიანი ლიმიტით.
მაგრამ მონიშნყულია ვარსკვლავით
ვნახე ვარსკვლავი რას ნიშნავდა
* ა) დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ყოველი ერთეულისათვის მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ფასთა განაწილების ქვედა მეოთხედი განისაზღვრება როგორც ტარიფის არეალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან;
ბ) ქიმიო და ჰორმონული პრეპარატებით პაციენტთა უზრუნველყოფის შემთხვევაში, ტარიფის არეალს წარმოადგენს ფასთა განაწილების ქვედა ნახევარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება მოცემული ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან.
რა მომსახურებები არ ანაზღაურდებ
ვერ გავიგე ვერაფერი, იქნებ ვინმემ იცით და განმიმართოთ რას გულისხმობენ?
ან თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რაიმე ასეთი პროგრამის არსებობის შესახებ?
ძალიან მჭირდება