მოკლედ გაგაცნობთ თმის ცვენის რამდენიმე მიზეზს:
1. თუ თმის ცვენა გამოწვეულია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევით( მაგ: გვაკლია ვიტამინები და მინერალები) ასეთ შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ ექიმს(თერპევტს) რომელიც გამოგვიწერს საჭირო ვიტამინების კომპლექსს და ასევე თმისა და კანის გასაუმჯობესებლად არსებულ ვიტამინებს(ეს სულ სხვა კომპექსია).. თუ ამ პრობლემითაა გამოწვეული ალოპეცია, მაშინ მისი მოგვარება შედარებით მარტივია
2. შემდეგი გამომწვევი მიზეზი თმის ცვენისა ეს არის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური დარღვვევა(ანდროგენული ალოპეცია), რომლის დროსაც სასწრაფოდ ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ და თვითმკურნალობაზე არც იფიქროთ
3. გენეტიკური განწყობილება.. ამ დროს თმის ცვენის შეჩერება რთულია და გაცვენილი თმის ამოსვლა კიდევ უფრო.. რაც მალე მიაკითხავთ დერმატოლოგს მით უკეთესი თქვენთვის
4. სხვადასხვა მედიკამენტების მიღების შემდგომი ალოპეცია, მაგ: ანტიკოაგულანტების, რეტინოიდების და ა.შ
5. ემოციური სტრესი
6. თავის თმაზე არსებული არის ინფექციური დაავადებები ან თმის ფესვის სისხლით არასაკმარისი მომარაგება
ერთი იცოდეთ, თუ თმის ფოლიკული მკვდარია, მას ვერაფერი ვერ ამოიყვანს და არავინ მოგატყუოთ.. ამის დადგენა კი სხვადახვა კლინიკებში, დერმატოლოგიურ კაბინეტებში ხდება

ისე კი იხმარეთ თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნები: პრეგეინი, ნიზორალი, ფიტოვალი... თმა დაიბანეთ კვერცხის გულით, ეს კვებავს და ამაგრებს თმის ძირებს.. დაბანის მერე ჭინჭრის ნახარშსაც თუ გადაივლებთ მთლად უკეთესი

იკვებეთ კარგად, ცილითა და ცალციუმით მდიდარი საკვები მიიღეთ, მოიწესრიგეთ ძილი და ეცადეთ ემოციური სტრესი არ მიაყენოთ ორგანიზმს

შეგიძლიათ გაიკეთოდ ეს ნიღაბი:
1 ამპულა ზეთოვანი A ვიტამინი
1 ამპულ ზეთოვანი E ვიტამინი
1 ამპულა B ვიტამინი (ზეთოვანი არა)
აბულასათინის ზეთი 1 სუფრის კოვზი
დიმექსიდი 1ჩაის კოვზი
ეს ყველაფერი დაფაურიეთ და შეიძილეთ თმის ძირებში, 2 საათის მერე შამპუნით ჩამოიბანეთ.. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ მაშინ ჩამობანვა რომ არ გაგიჭირდეთ კვერცის გულიც აურიეთ იმ მასაში
This post has been edited by rock in rose on 17 Oct 2010, 16:06