ვინმემ მიმასწავლეთ რა ვქნა
2005 წლის შემდეგ ძალიან მაგრად გამცვივდა თმა, ადრე ძალიან ჯანსაღი თმა მქონდა. გრძელ თმას ვატარებდი. ეხლა კი თავის კანზე რაღაც ქერცლები მიჩნდება და მაგრად მექავება ხოლმე. თმის ძირები ადრინდელთან შედარებით ძალიან დასუსტებულია (ადრე დიდი თეთრი თავები ჰქონდათ, ეხა პატარები

)
ექიმებს დიაგნოზის დადგენა უჭირთ. მაგრამ დაკვირვებული ვარ, ნერვული აღზნების დროს (როცა დამეწყო ცვენა, იმ პერიოდში ძალიან მიჭირდა) მეზყება საშინელი ქავილი, ეხა შევამჩნიე ზურგზეც დამაყარა და ხელებზე და ფეხებზე გამიჩნდა წითელი წერტილები, მაგრამ ფსორიაზის ხასიათს არ ატარებს....
ადრე ზურგზე როცა მაყრიდა ვფიქრობდი ოფლიანობის გამო იყო მეთქი ან კიდევ თმა რომ ამომდის მაგის გამო (შეიძლება მართლა ესე??)
მოკლედ, ექიმები მეუბნებოდნენ, შეიძლებ ფსორიაზი იყოსო, მაგრამ სხვაგანაც უნდა გამოეჩინაო თავი, აი "იჩინა" კიდევაც და რა ვუყო?????
გენეტიკური არ არის. რამდენადაც ვიცი არც ფსორიაზით ყოფილა ოჯახში ვინმე დაავადებული და არც თმის ცვენით..
ვინმეს ხომ არ გქონიათ ანალოგიური პრობლემა (ვგულისხმობ მსგავს სიმპტომებს, ნუ ფსორიაზსს მაინც..) და თუ განკურნებულხართ??
კიდევ ერთი მომენტი. ტერბიზილს ვსავდი ერთი პერიოდი. მაშინ რამდენადაც მახსოვს მცვიოდა თმა (ექიმმა გამომიწერა, ფრჩხილის სოკო როცა გამიჩნდა). მოგეხსენებათ, ძლიერი ჰორმონალური პრეპარატი არის და ინსტრუქციაშიც კი იყო მითითებული, რომ თმის ცვენა შეიძლებ გამოიწვიოსო, მაგრამ ესეეე??????

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
ხარ ქართველი? მიგაჩნია თავი მამულისშვილად? ფლობ რაიმე ინფორმაციას სამშობლოზე ან გაქვს სურვილი ფლობდე? გაგაჩნია დრო და ენთუზიაზმით გაჟღენთილი სურვილი?
დოუჭირე მხარი მხარდოუჭერელ საქართველოს გარყვნილ ინტერწვალებაში..
დაწვრილებით: http://forum.ge/?showtopic=33746926
შემ სჭირდები საქართველოს!