მთავარია თმის ცვენაზე არ ჩაიციკლოთ. რაც უფრო მეტს ფიქრობთ და ნერვიულობთ, უფრო ცვივა.
ამიტომ კარგია, თუ რაღაც პერიოდი არ მიაქცევთ ყურადღებას.
მთავარია ვიტამინებით მდიდარი საკვები (ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები), ხარისხიანი შამპუნი და ადგილობრივად დამხმარე პროცედურები.
მკურნალობის სახით ინიშნება ვიტამინების კომპლექსი (განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინები) და ადგილობრივად დარსონვალი, მეზოთერაპია
გირჩევთ ერთ ნიღაბს, ძალიან სასარგებლო და სურნელოვანია

1 კვერცხის გული + 1 კოვზი არაჟანი + 1 კოვზი კონიაკი + 1 კოვზი თაფლი + 1 კოვზი აბუსალათინის ზეთი (გაიჩერეთ თავზე 1 საათი და ჩამოიბანეთ.
ამ ნიღაბს უფერო ხნასაც თუ დაუმატებთ, კარგი იქნება.
წარმატებებს გისურვებთ

თუ მოგეწონებათ, კიდევ ბევრი რეცეპტი ვიცი