ეჰ
Kost@.
Kost@ როგორ მაგონებს შენი დაწერილი პასუხი შენს ხელმძღვანელებთან საუბარს... როცა ყველანაირი საშუალებით ცდილობდნენ თავი გაემართლებინათ... ზუსტად ერთი ერთზეა...
1) კარგი დავიწყოთ იქიდან, რომ ავტოპარკის მდგომარეობა იმაზე გაცილებით კარგია ვიდრე რამოდენიმე წლის წინ, აი მაშინ 03ის ხელმძღვანელობამ ჯიგულები რომ შემოიყვანა... ეხლა ოპერატიული კავშირიც გაქვთ (რაციები) რაც როგორც მახსოვს რევოლუციამდე არ გქონდათ... აქედან გამომდინარე ხელისუფლება ზრუნავს თქვენზე
2) რაც შეეხება ბავშვების, ბაზრობებიდან და ციხეებიდან დარეკვების გამო ყურმილის არ აღებას, ასე მე მგონი პრობლემას ვერ გადავჭრით... თუ სელექტორი ვერ უძლებს ესე იგი საკითხი უნდა დაისვას რომ უკეთესი შეიძინოთ, რა მოითხოვეთ და თანხები არ გამოიყო?
3) არ გამიკვირდა ამაზე პასუხი რომ ვერ გამეცი და საავადმყოფოს ექიმებს რომ გადაწვდი, რატომ გგონია რომ მათზე მასალები არ არის და არ გამოქვეყნებულა? ერთს გაგახსენებ მე9 საავადმყოფოს მიმღებში სანიტარი ქალი იატაკის ტილოთი წმინდავს თავგახეთქილ ქალს ჭრილობას და თან ექიმებს ეძახის მოდით მოხედეთ მგონი მოკვდაო, ეს მასალა ჯერ კიდევ მაშინ შევარდნაძის პერიოდში გავიდა ეთერში უკომენტაროდ, შემდეგ იყო დაშინებები, მოსყიდვის მცდელობები ორიგინალი კასეტის ხელში ჩაგდების მიზნით, მაგრამ ხომ ხედავ ამ ტექსტს ვკრიფავ... უბრალოდ ეს თემა
03ზეა გახსნილი და აქ საავადმყოფოს ექიმებზე არ დავპოსტე...
ასე რომ
Kost@ ,,გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩება,, -ს პოლიტიკამ თქვენს მაშინდელ ხელმძღვანელობას არ გაუმართლა და ნურც შენც შეეცდები. მე არა ვარ ის პიროვნება ფოტო ვიდეო ფაქტების გარეშე ვილაპარაკო.
იმედია ჩემი ეს პოსტი საწყენად არ დარჩება არც შენთვის და არც 03ის სხვა რიგითი თანამშრომლებისთვის, ჯანსაღი კრიტიკა ხომ დემოკრატიის მთავარი ნიშანია? ასე რომ თუ რამეში დაგჭირდებით მე მგონი კი იცით სადაც უნდა მიპოვოთ.
აბა გაგიმარჯოთ 03-ის ყველა კარგ თანამშრომელს თქვენ ხომ ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგახართ!!!