totiaშპს ”თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი”-ს უფროსი ექიმის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს ,,თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი” აცხადებს კონკურსს უფროსი ექიმების შესარჩევი 245 ვაკანტურ თანამდებობაზე. საშუალო თვიური ანაზღაურება 650 ლარი.
კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოს შპს ,,თსსდც”-ის საკონკურსო - საატესტაციო კომისია, მოწვეულ წევრებთან ერთად.
კონკურსი ჩატარდეს 2 ეტაპად:
I ეტაპი - კონკურსანტების ტესტირება (სამედიცინო და უნარ-ჩვევების ტესტები);
II ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნაა:
ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი “საექიმო საპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის N136/ნ ბრძანებით განსაზღვრულ შესაბამის სპეციალობაში;
გ) სპეციალიზაციის კურსის გავლა ქვეყანაში აკრედიტებული პროგრამით “გადაუდებელ მედიცინაში”;
დ) ბოლო 5 წლის მანძილზე ექიმად მუშაობის 2 წლის სტაჟი, მათ შორის მინიმუმ 1 წელი სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო დაწესებულებაში ან რეანიმაციულ განყოფილებაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) სპეციალიზაციის კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ფოტოსურათი 3*4 ერთი ცალი;
ე) CV (ავტომანქანის მართვის მოწმობის მითითებით, არსებობის შემთხვევაში);
ვ) შრომის წიგნაკის ქსეროასლი, დამოწმებული ბეჭდით;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
საბუთების მიღება იწარმოებს 2007 წლის 7 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით შპს ,,თსსდც”-ის მე-3-ე სართულზე, ყოველდღე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კვირის გარდა (მის. სანაპიროს 10).
კანდიდატი მიიღებს სარეგისტრაციო ფურცელს. კონკურსანტებს საგამოცდო ფურცელი მიეცემათ 21 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით კომისიის სამდივნოში, მასში მითითებული იქნება კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი.
კომისიის სამდივნოში წარმოდგენილი იქნება საატესტაციო ტესტების ლიტერატურა და ტესტის ნიმუში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კონკურსანტებისათვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განთავსდება შპს ,,თსსდც”-ის ვებ-გვერდზე WWW.033.ge
საგამოცდო ტესტები შედგება 2 ნაწილისაგან. იგი შეიცავს 100 ტესტურ კითხვას: ზოგადი სამედიცინო ცოდნის დასადგენი კითხვები (50 კითხვა) და კონკურსანტის ლოგიკური და უნარ-ჩვევების დასადგენი კითხვები (50 კითხვა).
ტესტირების პასუხი გამოქვეყნდება ტესტირებიდან მე-2 დღეს. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ტესტური გამოცდის შედეგების გამოქვეყნება თვალსაჩინო ადგილას და ასევე ვებ-გვერდზე.
კონკურსის მე-2 ეტაპზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებმაც კონკურსის პირველ ეტაპზე დააგროვეს 75% და მეტი.
კონკურსის საბოლო შედეგები გამოქვეყნდება გასაუბრების დამთავრებიდან მე-3 დღეს. გამოცდის ყველა ეტაპზე თანაბარი შეფასების პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ შპს ,,თსსდც”-ის თანამშრომლებს.
http://033.ge/files/miscdata/nimusi.07_08_int.pdf <-- ტესტები აქაა მაგალითად მოყვანილი