ტააკ, ნერვიულობა ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაა.
სხვათაშორის დეილ კარნეგის წიგნმა how to stop worrying and start living საკმაოდ ბევრი რაღაც მასწავლა თუმცა პრობლემა მრჩება ისევ.
დამამშვიდებელს ვსვავ ხოლმე მაგრამ რომ ვაკვირდები დიდი შედეგი არ აქვს.
ნერვიულობის დროს კარნეგის მეთოდების გამოყენება ზოგჯერ ეფექტურია.
ისე კი რავიცი, თუ მოახერხებ უნდა გამიჯნო საკითხები, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა. ერთ რაღაცას კი მივხვდი რომ ნერივულობაზე მეტად ადამიანის ჯანმრთელობას არაფერი აზიანებს.
ასევე, 80% იმისა რაზეც ვნერივულობთ რეალურად არ ხდება. მაგალითად მე ბევრჯერ მინერვიულია იმაზე რომ სამსახურში რაღაც ცუდად გავაკეთე და ამის გამო შეიძლება გამანთავისუფლონ მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არაფერი მომხდარა. ასევე ვნერვიულობ ახლა რომ ჩემ ახალ ნაყიდ მანქანას რაღაც სერიოზული სჭირს მაგრამ სავარაუდოდ არც არაფერი იქნება ისეთი და ეს ნერვიულობა ტყუილად შემრჩება.
როგორც კარნეგიმ თქვა სტატისტიკის მიხედვით ასეა, და ძირითადად ისეთ რაღაცეებზე ვნერვიულობთ რაც იშვიათად ან საერთოდ არ ხდება.
ასევე არის მიდგომა რომ როცა რაღაც პრობლემა გაქვს თუ შეგიძლია რამის შეცვლა შეცვალე, თუ არა შეეგუე რაც შეიძლება სწრაფად.
ხშირად იწვევს სტრესს ბევრი გადაუწყვეტელი წვრილ-წვრილი საკითხი.
დაჯექი, ჩამოწერე რაც გადარდებს და ყველაფერზე მიაწერე რას გააკეთებ. გადაწყვეტილებების მიღება ნახევარი საქმეა უკვე და ნერვიულობაც შემცირდება ასე.
წარმატებები