ესე იგი სანამ რამეზე დაიწყებს ოჯახი ფიქრს არქიმედეში დაზღვეულ ორგანიზაციაში უნდა იშოვოს სამსახური ხო?

:D
ამაში ნამდვილად მართალი ხარ და აგერ
ერთი პოსტიდან მოვიყვან ციტატას:
,,ორსულების დაზღვევას რაც შეეხება ეს უფრო ანაბარივით გამოდის ვიდრე დაზღვევა, მეც დაინტერესებული ვარ და აი რა გავარკვიე: დაზღვევა შესაძლებელია ორსულობის მეექვსე თვემდე, დაზღვევის პერიოდისთვის ორსულობის ვადა აკლდება 9 თვეს და დარჩენილ თვეებში ყოველ თვე უნდა გადაიხადოთ ფიქსირებული თანხა, იმის მიხედვით თუ სად აპირებთ მშობიარობას, პალატა რა ღირს, ფიზიოლოგიური იქნება თუ საკეისრო ანუ თუ ქალბატონი მივიდა ორსულობის მესამე თვეზე დანარჩენი ექვსი თვე ყოველთვე შეაქვს ალდაგის ანგარიშზე სრულად დასაფარი თანხა გაყოფილი თანაბრად ( ე.ი. მესამე თვეზე ორსულმა ზუსტად უნდა იცოდეს სად მშობიარობს. რა ღირს პალატა და რაც მთავარია მშობიარობა ფიზიოლოგიური იქნება თუ არა ,რაც ხშირად წინასწარ გაურკვეველია ) ანუ რა ბანკში შეგიტანია ეს თანხა და დაგიგროვებია და რა ალდაგში, მაგრამ ერთადერთი “პლიუსი” აქვთ გადასახდელი თანხა კერძო პირის შემთხვევაში მეტია, ხოლო თუ დაზღვევა იხდის ნაკლები 1000 ლარის შემთხვევაში სადღაც 100 ლარით."
ანუ, რეალურად, ამ პაკეტით დაზღვეულ ადამიანს სადაზღვევო კომპანია კი არ უნაზღაურებს მშობიარობის ხარჯებს, არამედ თავად უწევს ყველაფრის გადახდა, უბრალოდ მისაღები ,,განვადების” პირობებით…
იტოკში, მგელი მგლობას არ მოიშლის და ალდაგი ალდაგობას რა