მე "ქართუში" ვარ დაზღვეული
დღეს ვიყავი მეტრეველთან ფარისებრის ექოსკოპია და სისხლის ანალიზი გავიკეთე
ყველაფერში ქეში გადავიხადე, თუმცა ქართუდან რეფერალი მქონდა წაღებული, ზედაც არავინ დახედა,ფული გადაიხადეთ და ჩეკები წაიღეთო......
მივედი ბუღალტერთან და თქვენო "ენმედიციში" გქონდათ რეფერალი და ეს რარAც სხვა ცენტრია, რომელიც მეტრეველს კი ეკუთვნის, მაგრამ სხვა არისო........ექოსკოპია "ენმედიციში" გავიკეთე და სისხლის ანალიზი რაღაც სხვა ცენტრში, რომელიც ასევე მეტრეველისაა
რას ხლართავენ, თვითონ თუ იციან, ნეტა?
ბოლოს მითხრა, წადი და დაზღვევის ტიპებს გამოუცხადე პრეტენზიაო
მე პრეტენზიის გამოცხადება სულ არ მინდა, მაგათ აკვანში ჩაწვენას დახელახლაგაზრდას არ ვაპირებ, მაინტერესებდა:
ამ ქვითრებს ხომ ნამდვილად ამინაზღაურებდნენ
უნდა მეარა ამ რეფერალებით დურაკივით, თუ აზრი არ ჰქონდა

ბოლოს დავასკვენი, რომ:
ქართუში არ ინტერესდებიან, სად რა აქვს მეტრეველს და ექოს და სისხლს სხვადასხვა უწყება თუ აკეთებს
ამათ კიდე არ ჩათვალეს საჭიროდ ამის შესახებ ქართუსთვის ეცნობებინათ
მოკლედ, ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად რომ იზრუნო, ცოტა სხვანაირი აზროვნებაა საჭირო, რაც ჩვენთან დეფიციტია......
რევმატოლოგიურ ცენტრში, მაგალითად, როგორც კი შეხვალ, მაშინვე იგრძნობ, რომ ამაზე სერიოზულად უფიქრიათ იქაურებს, ძალიან მოსახერხებელი სისტემა აქვთ.........