მე თვითონაც სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობ...
ალდაგის კონკურენტ სადაზღვევოში

და მიუხედავად იმისა რომ სამედიცინო დაზღვევა საერთოდ არ მეხება და ვერც ვერკვევი იმაში ვინ რა პრობებით აზღვევს, დაზღვევის პრინციპებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ყველაფერი არც მასეა როგორც რეკლამაში ამბობენ

ორსულები რო დააზღვიონ ორსულობის ხარჯებზე მაშინ, როცა უკვე ორსულად არიან, გამოდის რომ დაზღვეულების 100%-სთვის მოუწევთ "ზარალის" ანაზღაურება... რაც თავისთავად უაზრობაა... ეხლა პოლისის ღირებულებაც წესით იმაზე მცირე უნდა იყოს, ვიდრე ის ლიმიტები, რის ანაზღაურებასაც გთავაზობენ...
პარალელი რო გავავლოთ 10000$-იანი მანქანის დაზღვევა 10000$ რომ ღირდეს ხო არ იქნება ეგ დაზღვევა? 15000$ რო ღირდეს ხომ საერთოდ...
და ის არავინ თქვას რომელიმე სადაზღვევო კომპანია, საქველმოქმედო ორგანიზაციაა და მოგების მისაღებად არ მუშაობსო...
ანუ აშკარაა რომ სადღაც ძაღლის თავია დამარხული

და არც ისეა საქმე, როგორც ამბობენ...
ეხლა ვიღაცამ შეიძლება მითხრას კონკურენტ ორგანიზაციაში მუშაობ და იმიტომ ამბობ მაგასო...
ტყუილს ვამბობ რამეს?
თან ყველა სადაზღვევო კომპანიის პრობლემაა ეს...
რო ამბობენ ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო, დაეზღვევა ხალხი და სულაც ვერ მიიღებენ იმ მომსახურებას რასაც პირდებოდნენ, უფრო მეტი უნდობლობა გაუჩნდებათ სადაზღვევო კომპანიებისადმი...
არადა მაგ მხრივ არც ეხლაა სახარბიელო მდგომარეობა...
უნდობლობის დონე ძალიან მაღალია...
This post has been edited by Frankens†ein on 9 May 2011, 17:35